მიმღები-რეგისტრატორი
ნახევარი განაკვეთით სასტუმრო "ბრიქსი", ავლაბარში, აცხადებს ვაკანსიას მიმღები-რეგისტრატორის პოზიციაზე დღის ცვლაში.
ჩვენ ვეძებთ პოზიტიურ, პასუხისმგებლიან კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელსაც აქვს სასტუმროში მუშაობის გამოცდილება და იცის სადაჯავშნო სისტემები ბუქინგი, ექსპედია, ასტრავოკი ....
ფუნქცია-მოვალეობები:
** სტუმრების ღიმილით დახვედრა და გაცილება;
** ელექტრონული ფოსტით მიმოწერა;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი;
** სტუმრის სისტემაში რეგისტრაცია და სათანადო ფინანსური ოპერაციების შესრულება;
** სისტემაში არსებული მიმდინარე დღის ჯავშნების მომზადება (სარეგისტრაციო ბარათების ბეჭდვა, გასაღებების დამზადება და ა.შ);
** სამუშაო დღის დასასრულსა და დასაწყისში ინფორმაციის გადაბარება.
ძირითადი მოთხოვნები:
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** დასაჯავშნო სისტემების ცოდნა: ექსპედია, ბუქინგი და აშ.
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** საქმის ადვილად ათვისების უნარი;
პიროვნული მახასიათებლები და უნარები:
** გუნდურობა;
** ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა და პრეზენტაბელურობა;
ჩვენ გთავაზობთ:
** კომფორტულ გარემოს და სამუშაო პირობებს თბილისის ცენტრალურ უბანში ავლაბარში;
** გრაფიკი კვირაში ორი დღე მუშაობა;
საათები: დილის 9:00 საათიდან საღამოს 19:00 საათამდე.
** ანაზღაურება ცვლაში 75 ლარი ნეტი + ბონუსი ტარების გაყიდვიდან
** ერთჯერად კვებას;
** განვითარებას ტურიზმის სფეროში;
თუ თვლით რომ ხართ მოტივირებული ადამიანი და ფლობთ კარგ კომუნიკაციის უნარებს, მაშინ ეს სამსახური თქვენთვისაა!
გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.tbilisi2023@gmail.com ან დაგვირეკეთ ნომერზე +995 557 21 23 25; სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს