HC ადმინისტრაციის მენეჯერი
პოზიცია: HC ადმინისტრაციის მენეჯერი
ლოკაცია: თბილისი (სასტუმრო "სტამბა", კოსტავას #14)
სამუშაო ფორმატი: ოფისიდან (კვირაში 1 დღე დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობით)
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის სტრატეგიული და საოპერაციო მიზნების ანალიზი და ადმინისტრაციული საჭიროებების იდენტიფიცირება, შესაბამისად შრომითი ხელშეკრულებების შაბლონების და პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება, ამისათვის იურიდიულ დეპარტამენტთან თანამშრომლობა;
** არსებული ადმინისტრაციული პროცესების დაცვა, განახლება, გაუმჯობესება საოპერაციო საჭიროებების შესაბამისად. თანამშრომლის დანიშვნა, გათავისუფლება, თანამდებობრივი და სახელფასო ცვლილებების, სამუშაოს შეთავსების და სხვა ადმინისტრაციული პროცესების აღსრულება, აღნიშნულისათვის სხვადასხვა დეპარტამენტებთან თანამშრომლობა;
** შრომითი ხელშეკრულებების შექმნა, ხელმოწერის უზრუნველყოფა; განახლება და ვადების მართვა;
** თანამშრომელთათვის შინაგანაწესის და სხვა პოლიტიკის დოკუმენტების გაცნობის უზრუნველყოფა;
** ოპერაციების მართვის სისტემაში ინფორმაციის სიზუსტის უზრუნველყოფა;
** ყველა ტიპის შვებულებების აღრიცხვა (მათ შორის დეკრეტული შვებულების შესაბამისი დოკუმენტების მომზადება), თანამშრომლებთან და მენეჯერებთან კომუნიკაცია შვებულების დაგეგმვასთან დაკავშირებული საკითხების უზრუნველყოფისთვის;
** ცნობებისა და სარეკომენდაციო წერილების კოორდინირება და გაცემა;
** დოკუმენტების აღრიცხვა და კონტროლი;
** თანამშრომელთა პირადი საქმეების მართვა;
** თანამშრომელთა ნამუშევარი დროის აღრიცხვა და ტაბელის წარმოება, ამისათვის მენეჯერებთან თანამშრომლობა და თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკების კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
** თანამშრომლებთან და მენეჯერებთან კომუნიკაცია, კონსულტაციის გაწევა და რეკომენდაციების მიცემა მათი საჭიროებების უზრუნველყოფისათვის;
** HC დეპარტამენტის პროექტებში მონაწილეობის მიღება საკუთარი როლისა და კომპეტენციის ფარგლებში.
კომპეტენციები და უნარები:
** ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში ან ადამიანური რესურსების მართვაში;
** ადამიანური რესურსების ადმინისტრირების მიმართულებით 2-3 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** შრომითი კოდექსისა და შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებული სხვა საკანონმდებლო და მარეგულირებელი დოკუმენტების ცოდნა და რეალურ შემთხვევებში გამოყენების უნარი;
** Excel-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** ადმინისტრაციული პროცესებისა და დოკუმენტაციის მართვის ცოდნა;
** ინგლისურ ენაზე პროფესიული ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე და პორტფოლიო (არსებობის შემთხვევაში) შემდეგ მეილზე: careers@setanta.bet.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს