პროდუქტის დიზაინერი

კომპანია: Talkpal

გამოქვეყნების თარიღი: Jun 25

დასრულების ვადა: Jul 25

ადგილმდებარეობა: თბილისი

"Talkpal" არის EdTech სტარტაპი, 10 მილიონზე მეტი მომხმარებლით, რომელიც სთავაზობს მომხმარებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ისწავლონ უცხო ენები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, როგორც B2C, ასევე B2B მიმართულებით.

ვაკანსია: პროდუქტის დიზაინერი

სამუშაოს აღწერა:

ჩვენი პროდუქტის (iOS, Android, Web და Business App-ის) განვითარებისთვის ვეძებთ პროდუქტის დიზაინერს, რომელიც იმუშავებს ჩვენს გუნდთან ერთად Talkpal-ის ვიზუალური და ფუნქციონალური ნაწილის გაუმჯობესებაზე.

შენი ძირითადი სამუშაო:

** მობილური და ვებაპლიკაციის დიზაინის განვითარება (მათ შორის ახალი ფუნქციონალის ვიზუალების შემუშავება);
** დიზაინსისტემის გაუმჯობესება;
** პროდუქტის, მარკეტინგისა და დეველოპმენტის გუნდთან აქტიური მუშაობა;
** მომხმარებლის ქცევისა და Feedback-ის ანალიზი;
** A/B ტესტირების ვარიაციების შემუშავება;
** აპლიკაციის მიღმა სხვადასხვა ტიპის კონტენტზე მუშაობა, მათ შორის Email, Notifications, Landing Pages, მარკეტინგული საიტების დიზაინი და სხვა;
** AI ვიზუალურ კონტენტთან აქტიური მუშაობა (მათ შორის Midjourney, Nano Banana და სხვა).

შენ მოგაქვს:

** ანალოგიურ პოზიციაზე 6 წელზე მეტი მუშაობის გამოცდილება;
** Figma-ს მაღალ დონეზე ცოდნა;
** დიზაინსისტემასთან მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა.

რატომ უნდა შემოგვიერთდე:

** გახდები სწრაფად მზარდი, გლობალური მასშტაბის მქონე სტარტაპის ნაწილი;
** გექნება შესაძლებლობა იმუშაო ინოვაციურ AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობები და საერთაშორისო გამოცდილება;
** მხიარული, ენერგიული და შედეგზე ორიენტირებული გუნდი.

დამატებითი ინფორმაცია:

** ადგილმდებარეობა: Remote
** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი (100%)
** ანაზღაურება დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე.

სასურველია, თან დაურთოთ თქვენი პორტფელის ბმულები (Dribbble, Behance ან სხვა) ან PDF ფაილი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც მოწვეული იქნებიან გასაუბრებაზე.

დაინტერესებული პირები მიჰყევით ბმულს: https://zurl.to/qruJ?source=jobs.ge

თქვენ მიერ გამოგზავნილი პირადი ინფორმაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. თქვენი კანდიდატურა შეიძლება განხილულ იქნეს Talkpal, Inc.-ის მიერ თქვენთან შესაძლო სამომავლო შრომითი ურთიერთობის მიზნით.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - პროდუქტის დიზაინერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...