ბარმენი
პიცერია "ლა გამბა" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.
Instagram: https://www.instagram.com/lagamba.tbilisi
პირობები:
** სამუშაო ადგილი: ვერა, იაკობ ნიკოლაძის ქ. 4
** სამუშაო გრაფიკი: "ლა გამბა" მუშაობს ყოველდღე 12:00-დან 00:00-მდე — დილის ცვლა 12:00-18:00 და ღამის ცვლა 18:00-00:00. ბარმენს შეუძლია იმუშაოს როგორც 6 საათი, ისე 12 საათი. ცვლის ხანგრძლივობის და სამუშაო დღეების რაოდენობის შეთანხმება ხდება ინდივიდუალურად.
** ანაზღაურება: საათში ბარმენის ანაზღაურება ხელზე 7.5 ლარია + თიფი, რომელიც ნაწილდება ბარმენებზე. ხელფასის მოცულობა დამოკიდებულია ბარმენის ნამუშევარ საათებზე — საორიენტაციოდ, ანაზღაურება თიფის ჩათვლით მოიცავს 1, 000-დან 1, 500 ლარამდე.
დამატებითი პირობები:
** ერთჯერადი უფასო კვება ცვლის მანძილზე
** საღამოს ცვლის შემთხვევაში ტაქსით მგზავრობის დაფინანსება
მოვალეობები:
** ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მომზადება
** სტუმრების მიღება
** პროგრამა FINA-ში მუშაობა
** სასმელებისთვის საჭირო ინგრედიენტების მომზადება
** სახარჯი/შესაფუთი მასალების მომარაგება
** ბარის აღჭურვილობის მოვლა/დასუფთავება
** ბარის დახურვისას სამუშაო სივრცის დასუფთავება
პიროვნული უნარები:
** კომუნიკაბელურობა
** ყურადღებიანობა
** გუნდური მუშაობა
მოთხოვნები:
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა
** სტაბილურად კვირაში მინიმუმ 30 საათის დაკავების შესაძლებლობა
** გამოცდილება: ბარმენად მუშაობის გამოცდილება სავალდებულოა.
შერჩეული კანდიდატები გაივლიან ორდღიან საცდელ/გაცნობით პერიოდს ადგილზე, რათა გაეცნონ ლა გამბას სამუშაო გარემოს, გუნდსა და სამუშაო პროცესებს.
გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: gambatbilisi@gmail.com — გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს