ბუღალტერი

კომპანია: გაუს კრიპტო

გამოქვეყნების თარიღი: Jun 25

დასრულების ვადა: Jul 25

ადგილმდებარეობა: თბილისი

შპს "გაუს კრიპტო" არის ლიცენზირებული VASP საქართველოში, რომელიც ახორციელებს კრიპტო/ფიატ გაცვლის ოპერაციებს. კომპანია ეძებს გამოცდილ ბუღალტერს, რომელსაც გააჩნია ციფრული აქტივების სფეროს ინტერესი ან გამოცდილება.

სამუშაო პირობები:

** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ.
** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
** სამუშაო საათები: 10:00-19:00 (ორშ-პარ)
** რეზიუმეს გამოგზავნა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ყოველდღიური სალაროს ოპერაციების სრული ბუღალტრული აღრიცხვა
** კრიპტო და ფიატ ვალუტის ოპერაციების შეჯამება და კლასიფიკაცია
** საბანკო ამონაწერების და შიდა ჩანაწერების ვერიფიკაცია
** დღგ-ისა და სხვა გადასახადების გაანგარიშება და დეკლარირება
** ყოველთვიური/კვარტალური ფინანსური ანგარიშგების მომზადება
** შიდა ოდიტისა და გარე ოდიტის მხარდაჭერა
** ბუღალტრული პროგრამის (Oris/1C/სხვა) ადმინისტრირება
** ფინანსური დოკუმენტაციის მართვა და არქივირება

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** ბუღალტრული აღრიცხვის სპეციალობა — უმაღლესი განათლება სავალდებულო
** მინიმუმ 3 წლის გამოცდილება ფინანსურ/საბანკო სექტორში
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა
** IFRS-ის ბაზისური ცოდნა
** Excel-ის კარგი ცოდნა; სააღრიცხვო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება
** სიზუსტე, ყურადღება დეტალებზე
** კრიპტო/ფინტეკ სფეროს ცოდნა — უპირატესობა
** ენები: ქართული (სავალდებულო), ინგლისური/რუსული (სასურველი)

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@palianibc.com

სათაურში მიუთითეთ: "ბუღალტერი"

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ბუღალტერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...