AML ოფიცერი
შპს "გაუს კრიპტო" — საქართველოს ეროვნული ბანკის ლიცენზირებული VASP — ეძებს კვალიფიციურ AML ოფიცერს, რომელიც უზრუნველყოფს ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და WMD-ის პრევენციის კომპლაიანს-ვალდებულებების სრულ დაცვას.
სამუშაო პირობები:
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ.
** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
** სამუშაო საათები: 10:00-19:00 (ორშ-პარ)
** სტატუსი: კომპლაიანს-ოფიცერი / სენიორ პოზიცია
** რეზიუმეს გამოგზავნა
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და WMD პრევენციის (AML/CFT/CWMD) პოლიტიკის შემუშავება და განახლება
** ყოველდღიური ტრანზაქციების მონიტორინგი და საეჭვო ოპერაციების გამოვლენა
** STR/SAR ანგარიშების მომზადება და სამართალდამცავ ორგანოებთან კომუნიკაცია
** KYC/EDD (Know Your Customer / Enhanced Due Diligence) პროცედურების ზედამხედველობა
** FATF, ეროვნული ბანკის და FMSB-ის რეგულაციების მიმდინარე ანალიზი და გამოყენება
** თანამშრომელთა AML ტრეინინგების ჩატარება
** TMS (Transaction Monitoring System) ადმინისტრირება და წესების კონფიგურირება
** შიდა ოდიტის ჩატარება; შეუსაბამობების გამოვლენა და შეტყობინება
** PEP/Sanctions screening პროცესის მართვა
** ეროვნულ ბანკთან, FMSB-თან და სხვა რეგულატორთან ანგარიშგება
მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება — სამართალი, ეკონომიკა, ფინანსები ან მომიჯნავე სფერო
** მინიმუმ 3 წლის გამოცდილება AML/კომპლაიანს სფეროში (საბანკო, ფინტეკ ან VASP გარემო სასურველი)
** სავალდებულო: CAMS (Certified Anti-Money Laundering Specialist) ან ICA სერტიფიკატი
** სასურველი: CGSS, ACAMS Advanced, CFE, ან ეროვნული ბანკის AML სერტიფიკაცია
** საქართველოს AML/CFT კანონმდებლობის სიღრმისეული ცოდნა
** კრიპტო/ბლოკჩეინ ტრანზაქციების სტრუქტურის გაგება — უპირატესობა
** Chainalysis, Elliptic ან მსგავსი blockchain analytics ხელსაწყოების გამოცდილება — დიდი პლუსი
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება
** ენები: ქართული (სავალდებულო), ინგლისური B2+ (სავალდებულო), რუსული (სასურველი)
** კონფიდენციალურობის შენარჩუნება და მაღალი პროფესიული ეთიკა
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV და სერტიფიკატის ასლი შემდეგ მისამართზე: hr@palianibc.com
სათაურში მიუთითეთ: "AML ოფიცერი"
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს