კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

კომპანია: აგროტექნო

გამოქვეყნების თარიღი: Jul 27

დასრულების ვადა: Aug 27

ადგილმდებარეობა: თბილისი

შპს "აგროტექნო" აგრარული სექტორის ლიდერი კომპანიაა საქართველოში. "აგროტექნო" მომხმარებელს სთავაზობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ახალ ტრაქტორებსა და მისაბმელ აღჭურვილობას.

"აგროტექნო" მუდმივად სთავაზობს მსოფლიო აგრარულ სექტორში მიმდინარე ტენდენციებს და სიახლეებს ადგილობრივ მომხმარებლებს!

https://at.com.ge/
https://www.facebook.com/agrotechno/?locale=ka_GE

გახდი ჩვენი გუნდის წევრი, საქართველოს აგრარული ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიაში!

ჩვენ გთავაზობთ დასაქმების და განვითარების რეალურ შესაძლებლობას!

ვაკანსია: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განრიგი: სრული განაკვეთი.
ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.

პოზიციის მიზანი:

აგროსექტორის B2B კლიენტებთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება, გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა და ბაზარზე კომპანიის წილის გაფართოება სექტორის სპეციფიკისა და სეზონურობის გათვალისწინებით.

ფუნქცია-მოვალეობები:

** აგროსექტორში მოქმედი B2B კლიენტების (ფერმერული მეურნეობები, აგროჰოლდინგები, სადისტრიბუციო კომპანიები, გადამამუშავებელი საწარმოები) მოძიება და მოზიდვა;
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების მართვა, კომერციული წინადადებების მომზადება და ხელშეკრულებების გაფორმება;
** არსებულ კლიენტებთან ხანგრძლივი, პარტნიორული ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება;
** კლიენტების საჭიროებების გაანალიზება და მათზე მორგებული აგრო-გადაწყვეტილებების/პროდუქტების შეთავაზება;
** რეგიონებში გასვლით შეხვედრებსა და პრეზენტაციებში მონაწილეობა;
** გაყიდვების გეგმის შესრულება და რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია აგრო, ინჟინერიის ან ბიზნესის მიმართულებით);
** სავალდებულოა ბიზნესის განვითარების ან სოფლის მეურნეობის/აგრო სექტორში გაყიდვების სამუშაო გამოცდილება;
** B2B (კორპორატიული) გაყიდვების ტექნიკებისა და მოლაპარაკებების წარმოების მაღალ დონეზე ცოდნა;
** აგრო-ბაზრის, სეზონურობისა და სექტორის სპეციფიკის სიღრმისეული ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (MS Office, განსაკუთრებით Excel, PowerPoint) და CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** მართვის მოწმობა (B კატეგორია) და რეგიონებში მგზავრობის/მივლინებების მზაობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგებით უზრუნველყოფა;
** გრძელვადიანი თანამშრომლობა;
** ჯანსაღ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** საერთაშორისო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა, მივლინებები პარტნიორ ქარხნებში მსოფლიოს მასშტაბით (ტრენინგები, ტექნოლოგიების გაცნობა, გამოცდილების გაზიარება).

კონკურსის ეტაპები:

** შესარჩევი სიის მომზადება;
** გასაუბრება.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr1@at.com.ge არაუგვიანეს 2026 წლის 26 აგვისტომდე. გთხოვთ, სათაურის ველში (Subject-ში) მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი".

თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.

დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!

გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...