ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი

კომპანია: Onex Georgia

გამოქვეყნების თარიღი: Jun 24

დასრულების ვადა: Jul 24

ადგილმდებარეობა: თბილისი

"ONEX Georgia" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

"ONEX" არის საერთაშორისო გადამზიდი კომპანია, რომელიც 2015 წლიდან ოპერირებს მსოფლიოს ბაზარზე. რამდენიმე თვიანი მუშაობის შედეგად კი, საქართველოში ONEX ოფიციალურად 2023 წლის 5 მაისს ა. ყაზბეგის 19ბ-ში გაიხსნა.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ალექსანდრე ყაზბეგის გამზ. 19 ბ
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 18:00; შაბათი: 10:00 - 15:00
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი (შეთანხმებით)

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ფსიქოლოგიის ან ბიზნეს ადმინისტრირების ან მენეჯმენტის მიმართულებით);
** მინიმუმ სამ წლიანი სამუშაო გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის სფეროში;
** პასუხისმგებელია ორგანიზაციისთვის პერსონალის მოზიდვასა და შერჩევის პროცესის სწორად განხორციელებაზე;
** აუცილებელია შრომის კანონმდებლობის ცოდნა;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების უმაღლეს დონეზე ცოდნა;
** ინგლისური/რუსული ენების ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში არსებული ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის დამუშავება;
** შერჩევის პროცესის სწორად წარმართვა, შემოსული რეზიუმეების განხილვა, გასაუბრების/ტესტირების დაგეგმვა, სრული პროცესის ორგანიზება;
** თანამშრომლების ადაპტაციის, შეფასებისა და განვითარების პროცესების მხარდაჭერა;
** თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოება, ხელშეკრულებების, სხვადასხვა ტიპის ცნობებისა და დოკუმენტების მომზადება;
** თანამშრომელთა სამსახურში დროულად მოსვლა-წასვლის ფორმის მომზადება და წარმოების პროცესის უზრუნველყოფა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** გასაუბრების ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის უნარი;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** დისციპლინირებული/პუნქტუალური;
** დეტალებზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ, მხარდამჭერ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს;
** Fitpass
** ჯანმრთელობის დაზღვევას

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@onex.ge. სათაურში მიუთითეთ: ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი.

პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ:

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დაინტერესებული პირი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, რეზიუმე, სერტიფიკატი და სხვა ნებისმიერი დოკუმენტაცია) არის უტყუარი. კომპანია იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად. მოპოვებული ინფორმაცია ინახება 1 (ერთი) წლის ვადით.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...