კონტენტ კრეატორი
"Bolsero" ეძებს კრეატიულ და აქტიურ კონტენტ-კრეატორს, რომელიც დაგვეხმარება ჩვენი პროდუქციისა და ბრენდის სოციალურ ქსელებში ეფექტურად წარმოჩენაში საინტერესო, თანამედროვე და გაყიდვებზე ორიენტირებული კონტენტის შექმნის გზით.
მოვალეობები:
** ვიდეოკონტენტის გადაღება და მონტაჟი Instagram, Facebook, TikTok, YouTube და სხვა სოციალური პლატფორმებისთვის.
** კონტენტის დაგეგმვის პროცესში აქტიური ჩართულობა.
** სოციალური ქსელების ტრენდების მუდმივი მონიტორინგი და ახალი იდეების შეთავაზება.
** მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა აქციებისა და სარეკლამო კამპანიების განხორციელების პროცესში.
** კონტენტის გადაღებების ორგანიზება მოდელების, მაღაზიებისა და პროდუქციის მონაწილეობით.
მოთხოვნები:
** სოციალური ქსელებისა და აქტუალური ტრენდების კარგი ცოდნა.
** ვიდეოგადაღებისა და მონტაჟის უნარები (CapCut, Canva ან სხვა პროგრამები).
** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
რეზიუმე და პორტფოლიო გამოაგზავნეთ ელ. ფოსტაზე: hr@bolsero.es ელ. წერილის თემაში მიუთითეთ: Content Creator.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს