ადმინისტრაციული მენეჯერი

კომპანია: Studio 9:16

გამოქვეყნების თარიღი: Jun 24

დასრულების ვადა: Jul 24

ადგილმდებარეობა: თბილისი

Studio 9:16 ეძებს ადმინისტრაციულ მენეჯერს!

ჩვენ ვართ ორგანული და ვერტიკალური ვიდეო კონტენტის წამყვანი სტუდია საქართველოში რომელიც ავტორია TikTok პლატფორმების: `22 გრადუსი` და `105`. გარდა ამისა, არის საქართველოს ბანკის, ალდაგის, გალფის (Gulf), Extra.ge, ალტასა და Biletebi.ge-ს აუთსორს TikTok სააგენტო. გარდა ამისა, ვემზადებით საერთაშორისო ბაზარზე გასასვლელად.

ამ ზრდის პროცესში ჩვენ გვჭირდება ადამიანი, რომელიც იქნება ჩვენი ბექ-ოფისის "ხერხემალი" — უზრუნველყოფს იდეალურ წესრიგს დოკუმენტებში, ფინანსებში, შიდა კულტურაში და დაეხმარება გუნდს გაყიდვების პროცესების ორგანიზებაში.

ვის ვეძებთ?

ჩვენ არ ვეძებთ კლასიკურ ასისტენტს. ვეძებთ სწრაფი ათვისების უნარის მქონე ტალანტს, რომელიც მეგობრობს ტექნოლოგიებთან (AI ხელსაწყოებთან), უყვარს სისტემები, ცხრილები და აქვს შინაგანი სწრაფვა სრულყოფილი წესრიგისკენ.

პასუხისმგებლობები და მოვალეობები:

** ხელშეკრულებების მომზადება მზა შაბლონების მიხედვით (კონტრაქტორებთან და კლიენტებთან).
** ყოველთვიური ხარჯებისა და შემოსავლების ზუსტი აღრიცხვა Google Sheets-ში.
** რეკვიზიტების მოძიება და შესყიდვა
** საგადასახადო და სამართლებრივი დოკუმენტების სისტემატიზაცია.
** ყოველთვიური Team Pulse Survey-ების ჩატარება გუნდის მოტივაციისა და კმაყოფილების გასაზომად.
** გუნდში 1-on-1 შეხვედრებისა და ვორქშოფების კალენდრის ორგანიზება.
** თიმბილდინგების დაგეგმვა და ორგანიზება.
** გასაუბრებების ორგანიზება

რა მოგეთხოვება

** პასუხისმგებლობა და დეტალებზე ყურადღება
** კომუნიკაბელურობა და გუნდთან ადვილად ურთიერთობის უნარი
** ცნობისმოყვარეობა და სურვილი ახალი ტექნოლოგიების (განსაკუთრებით AI ინსტრუმენტების) ათვისების
** Google Workspace (Docs, Sheets, Drive) ან მსგავს პლატფორმებთან მუშაობის საბაზისო ცოდნა
** ინგლისურის საკომუნიკაციო დონე (AI ინსტრუმენტების გამოყენებისთვის აუცილებელია)

თუ ხარ ადამიანი, ვისაც უყვარს წესრიგი და ამავდროულად კრეატიულ გარემოშიც მუშაობა — დიდი შანსია, Studio 9:16 შენთვის იდეალური ადგილი იყოს.

პირობები:

** კვირაში 40 სთ, ჰიბრიდული რეჟიმი
** ანაზღაურება: 1500-2000

ფორმის შევსების დედლაინი: 15 ივლისი

განაცხადის შესავსებად გადადით ლინკზე: https://docs.google.com/forms/d/1pyHpaA2SFxv3gBVMgUxf_cBKmUOBJrKl0Xl8v-3pZS0/viewform?edit_requested=true

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ადმინისტრაციული მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...