კატეგორიის მენეჯერი

კომპანია: ზღაპარი

გამოქვეყნების თარიღი: Jul 23

დასრულების ვადა: Aug 23

ადგილმდებარეობა: თბილისი

მარკეტების ქსელი "ზღაპარი" 2006 წლიდან ემსახურება ქართველ მომხმარებელს და დღეს ერთ-ერთი მზარდი საცალო სავაჭრო ქსელია საქართველოში.

ჩვენი მთავარი მიზანია, თითოეულ მომხმარებელს შევთავაზოთ მრავალფეროვანი პროდუქცია, კონკურენტული ფასები და მომსახურების მაღალი სტანდარტი. ამ მიზნის მიღწევა კი ძლიერი, პროფესიონალი და მოტივირებული გუნდის გარეშე შეუძლებელია.

სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, მათ მხარდაჭერას და ისეთი სამუშაო გარემოს შექმნას, სადაც თითოეულ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი, განვითარდეს და შეიტანოს წვლილი კომპანიის წარმატებაში.

თუ ფიქრობთ, რომ სწორედ თქვენ ხართ ასეთი პროფესიონალი, გიწვევთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი მომწოდებლების მოძიება, მათთან მოლაპარაკებების წარმოება და გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება;
** მინიჭებული კატეგორიის გაყიდვების და მომგებიანობის ზრდის უზრუნველყოფა;
** ბაზარზე ფასების, ტენდენციების და მომხმარებელთა მოთხოვნის მუდმივი ანალიზი და მონიტორინგი;
** კონკურენტული გარემოს, ასორტიმენტის და საფასო პოლიტიკის სისტემატური შეფასება და ანალიზი;
** კატეგორიაში ახალი პროდუქტების და ინოვაციების დანერგვა და განვითარება;
** ასორტიმენტის მართვა, ანალიზი და ოპტიმიზაცია;
** პლანოგრამების შემუშავება, განახლება და დანერგვის კონტროლი;
** პერიოდული ანგარიშების მომზადება, შედეგების ანალიზი და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** ძლიერი ანალიტიკური აზროვნება.
** პრობლემების მოგვარების, მოლაპარაკებების წარმოების და დარწმუნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაბელურობა; (ძლიერი ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი)
** გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** სტრესის მართვის უნარი;
** მოსმენის უნარი.

განათლება და გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება. (ბიზნესის/ფინანსების/მარკეტინგის მიმართულებით)
** არანაკლებ სამ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.
** საოფისე პროგრამების, APEX და MS Exsel მაღალ დონეზე ცოდნა.
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: კომპანიის ცენტრალური ოფისი გარდაბნის რაიონ სოფ. წალასყურთან (მარნეულის გზაზე)
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00
** ანაზღაურება: ურთიერთშეთანხმებით კვალიფიკაციის მიხედვით

ვაკანსიით დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. მისამართზე hr@zgapari.ge

მიღებული რეზიუმეების განხილვის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 აგვისტო.

შეგახსენებთ რომ: შ.პ.ს "ზღაპარი" თქვენს მონაცემებს დაამუშავებს მხოლოდ აღნიშნული ვაკანტური პოზიციის ფარგლებში 1 თვის ვადაში.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - კატეგორიის მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...