სამშენებლო პროექტების მართვის სამსახურის სპეციალისტი

კომპანია: საქაერონავიგაცია

გამოქვეყნების თარიღი: Jul 23

დასრულების ვადა: Aug 23

ადგილმდებარეობა: თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქაერონავიგაცია" აცხადებს კონკურსს სამშენებლო პროექტების მართვის სამსახურში სპეციალისტის (ხარჯთაღმრიცხველი) პოზიციაზე.

თბილისი - 1 ვაკანსია

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 10 წელი ანალოგიურ პოზიციაზე (სამშენებლო სექტორში)
** ფორმა №2-თან მუშაობისა და შესრულებული სამუშაოების აქტებისა და ფარული სამუშაოების აქტების შედგენის პრაქტიკული გამოცდილება
** სამშენებლო/საინჟინრო ნახაზების (არქიტექტურა, კონსტრუქცია და მომიჯნავე სფეროები) პროფესიონალურ დონეზე კითხვისა და გარჩევის უნარი
** ბაზრის კვლევის, მომწოდებლებთან კომუნიკაციისა და საუკეთესო პირობების იდენტიფიცირების გამოცდილება
** უმაღლესი განათლება სამოქალაქო/სამრეწველო მშენებლობის, მშენებლობის მენეჯმენტის ან მომიჯნავე სფეროში
** სამშენებლო ნორმების, წესებისა და ტექნოლოგიების სრულყოფილი ცოდნა
** ელექტრონული პროგრამების სამუშაო დონეზე ფლობა და ძლიერი უნარები MS Excel-ში (სასურველია სატენდერო პლატფორმებთან მუშაობის გამოცდილება)
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა
** სასურველია ხარჯთაღრიცხვის რესურსული მეთოდით შედგენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ან კვალიფიკაციის ამაღლების დოკუმენტაციის წარმოდგენა

ძირითადი ფუნქციები:

** ხარჯთაღრიცხვის რესურსული მეთოდით შედგენა შესაბამის მოცულობებზე დაყრდნობით, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
** საორგანიზაციო და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და ანალიზი
** სამშენებლო მასალების, ტექნიკისა და მომსახურების ბაზრის ფასების ყოველკვირეული კვლევა, მონიტორინგი და ანალიზი
** არქიტექტურული, კონსტრუქციული და მომიჯნავე სფეროების ნახაზების საფუძვლიანი ანალიზი და შესასრულებელი სამუშაოების მოცულობების ზუსტი დათვლა
** კომერციული წინადადებებისა და ტენდერებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიხედვით ხარჯთაღრიცხვის მომზადება რესურსული მეთოდით, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
** შესრულებული სამუშაოების აქტების (ფორმა №2), ფარული სამუშაოების აქტების მომზადება, შემოწმება და კონტროლი
** მიმდინარე პროექტების ხარჯების კონტროლი და ფაქტობრივი დანახარჯების შედარება გეგმიურთან
** ინგლისურ ენაზე შედგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის თარგმნა ქართულ ენაზე და პირიქით

მონაწილეთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განსაზღვრული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: hr@airnav.ge 2026 წლის 04 აგვისტოს ჩათვლით.

თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი - "სამშენებლო პროექტების მართვის სამსახური - სპეციალისტი (ხარჯთაღმრიცხველი)".

გასაუბრების ჩატარების ზუსტი დროისა და თარიღების შესახებ კანდიდატებს ეცნობებათ დამატებით.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - სამშენებლო პროექტების მართვის სამსახურის სპეციალისტი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...