უმცროსი ბუღალტერი

კომპანია: გამა-გ

გამოქვეყნების თარიღი: Jun 24

დასრულების ვადა: Jul 24

ხელფასი: 1200

ადგილმდებარეობა: თბილისი

ჰიგიენური საშუალებების საწარმო "გამა-გ" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის პოზიციის დასაკავებლად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ფინანსების ან ეკონომიკის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამა Excel-ის საბაზისო დონეზე ცოდნა.

დამატებითი (არასავალდებულო) მოთხოვნები (პრიორიტეტულობის მიხედვით):

** ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამ (ებ)ის ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა.

მოვალეობები:

მთავარი ბუღალტრის და ფინანსური დირექტორის მეთვალყურეობის ქვეშ:

** სასაწყობო ოპერაციების სრული კონტროლი (შეკვეთების მიღება და მათი მომხმარებლებისთვის მიწოდების უზრუნველყოფა);
** სამეურნეო ოპერაციების წარმოება სასაწყობო პროგრამაში;
** პირველადი დოკუმენტების (სასაქონლო ზედნადებების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, მიღება-ჩაბარების აქტების) შედგენა/გამოწერა.
** დებიტორ-კრედიტორებთან განხორციელებული ანგარიშსწორების მუდმივი მონიტორინგი და საანგარიშო პერიოდების ბოლოს არსებული ნაშთების კონტროლი.
** სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთებზე პასუხისმგებელ პირებთან მუდმივი კომუნიკაცია და მარაგების ნაშთების კონტროლი.

ჩვენ გთავაზობთ:

** დიდი ზომის კომპანიის ფინანსურ განყოფილებაში მუშაობის და პროფესიული ზრდის უნიკალურ შანსს;
** საუკეთესო სამუშაო პირობებს;
** საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვა/ანგარიშგების კუთხით უფასო ტრეინინგებს.

დეტალური ინფორმაცია ვაკანსიის შესახებ:

** ვაკანსიის დასახელება: ბუღალტერ-ოპერატორი;
** სამუშაოს ტიპი: სრული;
** სამუშაო ანაზღაურება: 1200 ლარი (net, გადასახადების გარეშე) გამოსაცდელ პერიოდში, შემდგომ 1500 ლარი.
** გამოსაცდელი ვადა: 1 თვე;
** სამუშაო საათები: 09:00-17:00, ორშაბათი-პარასკევი, შაბათი 10:00-16:00 (სამუშაო საათები შეიძლება არაარსებითად კორექტირდეს აპლიკანტის და დამსაქმებლის მოთხოვნისამებრ);
** სამუშაო: რუსთავის გზატკეცილი N22.

შერჩევის პროცედურა:

1 ეტაპი: რეზიუმეს განხილვა და ტესტირებაზე დასაბარებელ კანდიდატთა შერჩევა;
2 ეტაპი: შეჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება და ტესტირება ბუღალტრულ აღრიცხვაში;
3 ეტაპი: ფინალური გასაუბრება.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ 2026 წლის 04 ივლისის ჩათვლით გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cleanshopge@gmail.com

კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ საკონტაქტო მისამართზე: +995 597 338 388

პერსონალურ მონაცემთა დაცვა:
პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება კომპანიის მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების სრული დაცვით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - უმცროსი ბუღალტერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...