მარკეტინგის პროექტების კოორდინატორი
დეველოპერული კომპანია "გრადა" უძრავი ქონების სექტორში ერთ-ერთი მოწინავე და დინამიკურად მზარდი ბრენდია.
ჩვენს გუნდში ვეძებთ ენერგიულ, დეტალებზე ორიენტირებულ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მარკეტინგის პროექტების კოორდინატორს. პოზიცია ითვალისწინებს კომპანიის ყოველდღიური მარკეტინგული პროცესების მართვას, გარე პარტნიორებთან კომუნიკაციასა და სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებას.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, N188
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00
ძირითადი მოვალეობები:
** გარე პარტნიორების მართვა: სოციალური მედიისა და მარკეტინგულ სააგენტოებთან ყოველდღიური კომუნიკაცია, მათთვის დავალებების (Brief) მომზადება, შესრულებული სამუშაოს ხარისხისა და ვადების (Deadlines) კონტროლი.
** ღონისძიებების ორგანიზება: კომპანიის ივენთების (პრეზენტაციები, პროექტების გახსნა, ოფიციალური შეხვედრები) სრული საორგანიზაციო და ლოჯისტიკური მხარდაჭერა.
** ონლაინ პლატფორმების ადმინისტრირება: უძრავი ქონების პორტალებზე (MyHome.ge, SS.ge და სხვა) განცხადებების განთავსება, მუდმივი განახლება და მართვა.
** ბრენდის მასალების კონტროლი: საბეჭდი მასალების (ბუკლეტები, ბანერები) და ბრენდირებული სუვენირების დამზადების პროცესის მართვა სტამბებთან და მომწოდებლებთან.
** გაყიდვების გუნდის მხარდაჭერა: საჭირო მარკეტინგული მასალების დროული მომზადება და მიწოდება გაყიდვების დეპარტამენტისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მარკეტინგის, ივენთების ან პროექტების ასისტირების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება.
** დავალების სწორად გაგების, პრიორიტეტების დასმისა და დეტალებზე დაკვირვების უნარი.
** AI ინსტრუმენტების გამოყენების გამოცდილება: AI პლატფორმების (მაგ. ChatGPT, Claude, Midjourney, Canva AI და ა.შ.) ფლობა ტექსტების, იდეებისა და ვიზუალური კონცეფციების სწრაფად გენერირებისთვის (ჩაითვლება დიდ უპირატესობად).
** MS Office-ის (Word, Excel, PowerPoint) გამოყენების გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
** განსაკუთრებული ორგანიზებულობა და დროის ეფექტური მართვის უნარი.
** ერთდროულად რამდენიმე ამოცანაზე მუშაობის უნარი (Multitasking).
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა.
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1, 800 ლარი (ხელზე ასაღები) + დამატებითი საბონუსე სისტემა შესრულებული გეგმებისა და პროექტების მიხედვით.
** პროფესიული ზრდისა და განვითარების რეალურ შესაძლებლობას გამოცდილ გუნდთან ერთად.
** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს სტაბილურ კომპანიაში.
როგორ მოგვმართოთ:
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე: nrekhviashvili@grada.ge. ელფოსტის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ "მარკეტინგის პროექტების კოორდინატორი"
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს