მოლარე-ოპერატორი

კომპანია: სმოტორსი

გამოქვეყნების თარიღი: Jul 23

დასრულების ვადა: Aug 23

ადგილმდებარეობა: თბილისი

კომპანია "სმოტორს"-ი 2001 წლიდან ახორციელებს ავტომობილების სათადარიგო ნაწილების რეალიზაციას როგორც საცალო, ასევე საბითუმო მიმართულებით საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ავტოსერვისით მომსახურებას, ასევე, სპეც.ტექნიკის იმპორტსა და რეალიზაციას.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ ეწვიეთ ჩვენს გვერდს: https://www.smotors.ge

პოზიციის დასახელება: მოლარე-ოპერატორი

მდებარეობა: თბილისი, გრიგოლ ლორთქიფანიძის 116
სამუშაო გრაფიკი: სრული.

"SMOTORS" - ხარისხი დეტალებშია!

სამუშაოს მოკლე აღწერა:

** საქონლის რეალიზაციის და მომსახურების, ან დაბრუნებების გაფორმება;
** სალაროში თანხის მოძრაობის პროგრამული აღრიცხვა;
** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება;
** სასაქონლო ზედნადებებისა გამოწერა;
** ყოველდღიური სალარო ოპერაციების წარმოება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა სამსახურებრივი დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** აუცილებელია პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება
** აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კლიენტებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების გაწევის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** მზრდად კომპანიას, დინამიური და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდით;
** ანაზღაურება - ფიქსირებული + ბონუსი

თუ ფიქრობთ, რომ თქვენთვის ჩვენი ვაკანსია საინტერესოა და თქვენი შესაძლებლობები შეესაბამება განაცხადის მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ქართულ ენაზე (CV) ელ. მისამართზე: cv@smotors.ge სათაურის ველში Subject აუცილებელია ვაკანსიის დასახელების მითითება.

კომპანია "სმოტორს"-ი უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის მიუხედავად მათი სქესის, რელიგიური აღმსარებლობის, რასის, წარმომავლობისა თუ პოლიტიკური შეხედულებებისა.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - მოლარე-ოპერატორი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...