კონტენტ კრეატორი
"ბელუქსი" საქართველოში ავეჯის სამომხმარებლო ბაზრის ლიდერი კომპანიაა, რომელიც 1997 წლიდან ფუნქციონირებს აცხადებს ვაკანსიას კონტენტ კრეატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: 12:00 - 18:00
ანაზღაურება: 1500 ლარი
დამატებითი მოვალეობები:
** მარკეტინგული სტრატეგიიდან გამომდინარე კრეატიული იდეების გენერირება ბრენდის ტონისა და სტილის დაცვით
** სოციალური ქსელებისთვის პოსტების შექმნა (Facebook, Tiktok)
** ტრენდების მონიტორინგი და მათი გამოყენება
** ტექსტების, სტატიებისა და ბლოგების წერა
** ვიდეო სცენარების მომზადება და გადაღება კომპანიის ვიდეოგრაფთან ერთად
** პროდუქციის აღწერისთვის ინფორმაციის მომზადება
** კომპანიის საიტზე პროდუქციის ატვირთვა და ინფორმაციის შევსება
** საიტზე პროდუქციის მუდმივი მონიტორინგი და განახლება
უპირატესობა მიენიჭება Photoshop, Adobe Premier Pro, CapCut - ის მცოდნე კანდიდატს, რომელსაც აქვს კონტენტის შექმნის გამოცდილება
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კრეატიული
** გუნდური მუშაობის უნარი
** ყურადღებიანი და დეტალებზე ორიენტირებული
** კომუნიკაბელური
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ განაცხადი 25 აგვისტომდე შემდეგ მისამართზე: Hr@beluxhome.com. ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება "content creator".
გისურვებთ წარმატებას!
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს