საცალო და კორპორაციული გაყიდვების თანამშრომელი

კომპანია: სხივი+

გამოქვეყნების თარიღი: Jun 24

დასრულების ვადა: Jul 24

ხელფასი: 1600

ადგილმდებარეობა: თბილისი

კომპანია "სხივი+" აცხადებს ვაკანსიას საცალო და კორპორაციული გაყიდვების თანამშრომლის პოზიციაზე.

"სხივი+" წარმოადგენს ავეჯისა და შუშის აქსესუარების და ასევე ალუმინის პროფილების იმპორტიორ კომპანიას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტის საჭიროების დადგენა და შესაბამისი პროდუქციის შეთავაზება;
** გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ორიენტირებულობა და ზრუნვა;
** დარბაზის მარაგების გადამოწმება/შევსება/კონტროლი;
** მომხმარებლის მიერ შერჩეული პროდუქციის გამზადება;
** გაყიდვების სრულად ორგანიზება;
** მოლარესთან საბოლოო შედარების უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნები:

** მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება სარემონტო მიმართულებით (გაყიდვების სფეროში);
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სწრაფად ათვისების უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
** დატვირთულ რეჟიმში სწრაფად რეაგირებისა და მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას და მზარდ შრომით ანაზღაურებას.

სამუშაო პირობები:

** ანაზღაურება: 1600 ლარი ზრდის პერსპექტივით + ბონუსი (800-1000 ლარი)
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე 09:00-დან 18:00 საათამდე.
** დასვენების დღე: კვირაში 2 დღე.
დამატებითი ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა და კვება.

დაინტერესებულმა პირებმა ვინც ფიქრობთ რომ გაყიდვები თქვენი სფეროა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: infoltdsxivi@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება!

გისურვებთ წარმატებებს და კარიერულ ზრდა-განვითარებას ჩვენს გუნდში.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - საცალო და კორპორაციული გაყიდვების თანამშრომელი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...