გრაფიკული დიზაინერი

კომპანია: ალმა

გამოქვეყნების თარიღი: Jul 23

დასრულების ვადა: Aug 23

ადგილმდებარეობა: თბილისი

ჩვენ ვეძებთ კრეატიულ, დეტალებზე ორიენტირებულ და პასუხისმგებლიან გრაფიკულ დიზაინერს, რომელიც ჩვენი ბრენდის ვიზუალური კომუნიკაციის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

ძირითადი მოვალეობები:

** ციფრული და ბეჭდური სარეკლამო მასალების დიზაინის შექმნა;
** სოციალური მედიისთვის ვიზუალური კონტენტის (პოსტები, სთორები, ბანერები და სხვა) მომზადება;
** OOH (გარე რეკლამის) მასალების დიზაინის შექმნა და ადაპტაცია სხვადასხვა ფორმატზე;
** ბრენდის ვიზუალური იდენტობისა და გრაფიკული სტანდარტების დაცვა;
** მარკეტინგისა და სხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა კამპანიებისა და პროექტების ფარგლებში;
** ახალი კრეატიული იდეების ინიცირება და განხორციელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გრაფიკულ დიზაინში მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 2 წელი);
** Adobe Photoshop-ისა და Adobe Illustrator-ის სრულყოფილი ცოდნა;
** Figma-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპოზიციის, ტიპოგრაფიისა და ფერთა თეორიის კარგი ცოდნა;
** AI ინსტრუმენტების (მაგ. ChatGPT, Adobe Firefly, Clode, Gemini და სხვა) ეფექტურად გამოყენების გამოცდილება;
** Motion Design-ის (Adobe After Effects ან სხვა შესაბამისი პროგრამების) ცოდნა და ანიმაციური კონტენტის შექმნის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
** პორტფოლიოს წარმოდგენა (CV-სთან ერთად) სავალდებულოა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.

თუ გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი CV და პორტფოლიო - info@alma.ge

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - გრაფიკული დიზაინერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...