გაყიდვების აგენტი

კომპანია: SISNO Group

გამოქვეყნების თარიღი: Jul 18

დასრულების ვადა: Aug 18

ხელფასი: 1200

ადგილმდებარეობა: თბილისი

კომპანია "სისნო გრუფი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

კომპანია გთავაზობთ ფიქსირებულ ანაზღაურებას 1200 ლარს + საპროცენტო განაკვეთს თითოეული შესრულებული ოპერაციიდან.

"სისნო გრუფი" წლებია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და მომსახურებას უწევს როგორც ქართველ, ისე უცხოელ კლიენტებს. ჩვენი გუნდი მეგობრული, განვითარებაზე ორიენტირებული კადრებისგანაა დაკომპლექტებული. კომპანიის წინსვლა და წარმატება პირდაპირპროპორციულად აისახება თითოეული კადრის წინსვლასა და წარმატებაზე.

თუ დაინტერესებული ხართ უძრავი ქონების გაყიდვებით, ხართ შრომისმოყვარე, გიყვართ ადამიანებთან ურთიერთობა და ფლობთ ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს, ჩვენი გუნდის კარი თქვენთვის ღიაა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** უძრავი ქონების მოძიება.
** შეხვედრების დაგეგმვა და განხორციელება.
** დაკავებულ პოზიციასთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება;

მოთხოვნა:

** ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა
** საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარი
** დაინტერესება გაყიდვებით
** სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

კომპანია გთავაზობთ:

** ფიქსირებულ ანაზღაურებას და საკომისიოს; დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურებაა 2000+.
** წინსვლის შესაძლებლობას;

სამუშაო დღეები/საათები: ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:00.
ლოკაცია: თბილისი, საბურთალო
ფინანსური პირობები: 1200 ლარი (მოჭრილი), ასევე, კომპანია იხდის საშემოსავლო გადასახადს, საპენსიო დანაზოგს 4%-ს.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: sisno.cv@gmail.com

Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - გაყიდვების აგენტი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...