მოლარე

კომპანია: Stellex

გამოქვეყნების თარიღი: Jul 18

დასრულების ვადა: Aug 18

ადგილმდებარეობა: თბილისი

"STELLEX" ლიცენზირებული და სწრაფად მზარდი ფინანსური კომპანიაა, რომელიც საქართველოში კრიპტოვალუტის გაცვლის სერვისებს სთავაზობს მომხმარებლებს. ჩვენი მისიაა, კრიპტო ფინანსური სერვისები გავხადოთ მარტივი, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი, უმაღლესი რეგულაციური და ეთიკური სტანდარტების დაცვით. გვჯერა, რომ ჩვენი წარმატების მთავარი საფუძველი პროფესიონალი და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდია, ამიტომ ვქმნით გარემოს, სადაც თითოეულ თანამშრომელს აქვს შესაძლებლობა, გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი, გაიზარდოს და საკუთარი წვლილი შეიტანოს კომპანიის წარმატებაში.

"STELLEX"-ის ვაკის ფილიალისთვის ვეძებთ მოლარეს.

ეს პოზიცია შენთვისაა თუ:

** გსურს სტაბილური სამსახური და დაინტერესებული ხარ გრძელვადიანი თანამშრომლობით;
** ხარ გუნდური, სწრაფი, მოქნილი, ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
** თავს კომფორტულად გრძნობ დინამიკურ და მეგობრულ გარემოში;
** გსურს ენერგიით და მოტივაციით სავსე გუნდში მუშაობა.

აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში:

** წარმართავ ნაღდი ფულის გადათვლა-ფორმირების პროცესს;
** ჩაერთვები ნაღდი ფულის ოპერაციების წარმოებისა და მათი შიდა პროგრამაში ასახვის პროცესში;
** უზრუნველყოფ ნაღდი ფულის ოპერაციებთან დაკავშირებული საბუთების ფორმირებას;
** ჩაერთვები საკასო ოპერაციების დროს წარმოქმნილი ხარვეზების გამოვლენისა და შესაბამისი რეაგირების პროცესში;
** აწარმოებ პერიოდულ ანგარიშგებას ხელმძღვანელთან შესასრულებელი ამოცანების შესახებ;

სასურველია უმაღლესი განათლება და ცოდნა და უნარები:

** სალაროსთან/ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;
** ენების ცოდნა: ქართული, ინგლისური, რუსული
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე, ორგანიზებულობა;
** დატვირთულ და დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** დარიცხულ ფიქსირებულ ხელფასს + კვარტალურ ბონუსს
** ნორმირებულ სამუშაო საათებს 2/2ზე
** განვითარების შესაძლებლობას

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: HR@stellex.ge.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - მოლარე

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...