საწყობის ოპერატორი

კომპანია: კონტაქტჰოუმი

გამოქვეყნების თარიღი: Jun 24

დასრულების ვადა: Jul 24

ხელფასი: 1600

ადგილმდებარეობა: თბილისი

"Kontakt"-ი არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია — ეს არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი!
ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და სხვა).
უკვე 250-ზე მეტი პროფესიონალი ქმნის ჩვენს წარმატებას და ჩვენი ზრდის ტემპი არ ჩერდება.

ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომლებს, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, რომელთა პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

შენი მისია კომპანიაში: შენ იქნები ლოჯისტიკური ჯაჭვის ერთ-ერთი მთავარი რგოლი. შენი მთავარი ამოცანაა მარაგების პროგრამული სიზუსტის უზრუნველყოფა და პროცესების გამართული მუშაობა.

რას გააკეთებ კონკრეტულად?

** მონაცემთა მართვა: სააღრიცხვო პროგრამაში მონაცემების შეყვანა, დამუშავება და მუდმივი განახლება;
** კონტროლი: მარაგების ლიმიტების მონიტორინგი და პროგრამული კონტროლი;
** დოკუმენტაცია: RS.ge-ზე ზედნადებების მართვა (მომარაგება, შიდა გადაზიდვები, მისამართების კორექტირება);
** კოორდინაცია: შიდა გადაზიდვის პროცესების გამართულობის ზედამხედველობა.

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

** გაქვს მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასაწყობე პროგრამების ცოდნა);
** გეხერხება პროგრამული მუშაობა და გიყვარს სიზუსტე;
** ფლობ რომელიმე უცხო ენას სასაუბრო დონეზე;
** ხარ ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.

რატომ უნდა შემოგვიერთდე?

** სამუშაო ადგილი: აეროპორტის დასახლება.
** ანაზღაურება: 1600 ₾ + ბონუსი;
** ტრანსპორტირება: კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების უფასო ტრანსპორტირებას;
** სამუშაო გრაფიკი: 09:00 - 18:00 სთ (კვირაში 5 სამუშაო დღე, 2 დასვენება);
** ჯანმრთელობა: კორპორაციული დაზღვევა (ინდივიდუალური და საოჯახო პაკეტები);
** ჯანსაღი ცხოვრება: Fitpass;
** დამატებითი დასვენება: წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day Off;
** განვითარება: კარიერული წინსვლისა და დაწინაურების ხელშეწყობა.

მზად ხარ ახალი გამოწვევისთვის? გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე (CV) მისამართზე: CV@kontakt.ge. გთხოვთ, სათაურის ველში ("Subject") აუცილებლად მიუთითოთ: "საწყობის ოპერატორი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 24 ივლისი, 2026


გისურვებთ წარმატებას!

** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - საწყობის ოპერატორი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...