მობინადრეებზე ზრუნვის სამსახურის უფროსი

კომპანია: არქი

გამოქვეყნების თარიღი: Jul 18

დასრულების ვადა: Aug 18

ადგილმდებარეობა: თბილისი

კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. უკვე წარმატებით დავასრულეთ 55 პროექტი და ამჟამად გვაქვს 33 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

"არქიში" ვეძებთ მობინადრეებზე ზრუნვის სამსახურის უფროსს და მისი ფუნქციები იქნება:

** მობინადრეთა კმაყოფილების, ლოიალობისა და პოზიტიური სამომხმარებლო გამოცდილების უზრუნველყოფა;
** მომსახურების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა;
** მომსახურების პროცესების ეფექტიანობის შეფასება და გაუმჯობესება;
** ქეისების მართვა/ გადაწყვეტის კოორდინაცია/პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
** მომხმარებელთა მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლების პროცესის კოორდინაცია და უზრუნველყოფა;
** კვლევების შედეგების, მობინადრეთა საჭიროებებისა და მოლოდინების ანალიზი და შესაბამისი გაუმჯობესებების ინიციირება;
** მობინადრეებისთვის სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა;
** SLA-ების, რეაგირების ვადების და მომსახურების სტანდარტების კონტროლი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების განვითარება და მენტორინგი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების დატვირთვის მართვა და რესურსების ოპტიმალური განაწილება;
** პერიოდული რეპორტების მომზადება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისათვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მომხმარებელთა მომსახურების, Customer Experience-ის, Property Management-ის ან მსგავს სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
** მინიმუმ 3 წლიანი მენეჯერული გამოცდილება;
** MS Office მაღალ დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა.

თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ ველით CV-ს, რომელიც შეგიძლია ატვირთო მითითებულ ბმულზე 2026 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით:

https://crm.archi.ge/crm/deal/web_form/vacancy.php

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - მობინადრეებზე ზრუნვის სამსახურის უფროსი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...