კონსულტანტი
"გასტრონომ ჯგუფი" აერთიანებს გურმე მაღაზიათა ქსელს და განსხვავებული კონცეფციის რესტორნებს.
კომპანია 2019 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს. მისი ბიზნეს კონცეფცია კვების ინდუსტრიაში საზოგადოებისთვის გასტრონომიული ცოდნისა და გემოვნების განვითარებაა. გასტრონომ ჯგუფი წარმოდგენილია Gastronome ბრენდის პრემიუმ დელიკატესების გურმე მაღაზიის 8 ფილიალით, 3 რესტორნით - იტალიური Bistro და არგენტინული Steakhouse, ჯანსაღი მენიუთი Brunch-ისგან
"Gastronome"-ში ვეძებთ თანამშრომელს კონსულტანტის პოზიციაზე.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** ანაზღაურება: კონკურენტუნარიანი, მზარდი ფიქსირებული ხელფასი;
** ბონუსები: ყოველთვიური ბონუსების სისტემა;
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 40 საათი (კომფორტული და ორმხრივად შეთანხმებული გრაფიკით);
** სტაჟირება: 1 კვირა (სრულად ანაზღაურებადი);
** ჯანმრთელობის დაზღვევა: სრულად დაფინანსებული კორპორატიული პაკეტი;
** ფასდაკლება: 20%-იანი ფასდაკლება "გასტრონომის" სრულ ასორტიმენტზე;
** კარიერა: რეალური პროფესიული ზრდის პერსპექტივა ჯგუფის შიგნით;
** აღიარება: თვიური დაჯილდოებები გამორჩეული თანამშრომლებისთვის და ჯანსაღი, მეგობრული გუნდი.
ძირითადი მოვალეობები:
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის მართვა (ფასების შესაბამისობა, ვარგისიანობა, განლაგება, ანოტაციების შესაბამისობა და ა.შ.);
** ონლაინ შეკვეთების მიღება და მომსახურება (Wolt);
** ფილიალში შემოსული მომხმარებლისთვის შეთავაზებების გაკეთება კომპანიის შიდა სტანდარტების მიხედვით და სწრაფი, ეფექტური მომსახურების გაწევა;
** გაყიდვების სტიმულირება და თვიური გეგმის შესრულება;
** კომპანიის მიერ ორგანიზებულ პროდუქციის შესახებ ტესტირებებსა და ტრენინგებზე დასწრება/მონაწილეობის მიღება.
მოთხოვნები:
** სასურველია სამუშაო გამოცდილება საცალო ვაჭრობის ან HoReCa სფეროში;
** სასურველია ერთ-ერთი უცხო ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** გამართული მეტყველება.
ფილიალების ადგილმდებარეობა:
** აბაშიძის ქუჩა 65/67, ვაკე;
** ჭავჭავაძის ქუჩა 49დ, ვაკე;
** ამაღლების ქუჩა 12, სოლოლაკი;
** ბელიაშვილის ქუჩა 27ა, დიღომი;
** ვაჟა-ფშაველას გამზირი 22, საბურთალო;
** ნეკერჩხლის ქუჩა 2, ლისი;
** დადიანის ქ. 23, წყნეთი.
გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 20 აგვისტომდე შემდეგ მისამართზე: vacancy@gastronome.ge
სათაურში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიამ (შპს "გასტრონომ საქართველო") შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს