ტექნიკური სპეციალისტი
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია "ასკანელი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სპეციალისტის პოზიციაზე.
კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ:
https://www.askaneli.ge
https://www.facebook.com/Askaneli1880
https://www.facebook.com/Askaneli-Garden
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება საინჟინრო, ტექნიკურ ან მასთან დაკავშირებულ მიმართულებაზე;
** ტექნიკურ ან საინჟინრო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** საინჟინრო სისტემების (ელექტრობა, წყალმომარაგება, ვენტილაცია და სხვა) მუშაობის პრინციპების ცოდნა;
** ტექნიკური დოკუმენტაციისა და საინჟინრო ნახაზების წაკითხვის უნარი;
** MS Excel-ის ცოდნა;
** სასურველია AutoCAD-ის ან მსგავსი პროგრამების საბაზისო ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა სამუშაო დონეზე; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ანალიტიკური აზროვნება, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პროექტების კოორდინაციის უნარი.
ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიის საწარმოო, სასაწყობო, ადმინისტრაციული და სხვა ინფრასტრუქტურული ობიექტების ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი;
** ტექნიკური გაუმჯობესების, რემონტისა და საინვესტიციო პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** კონტრაქტორებისა და სერვის-პროვაიდერების საქმიანობის კოორდინაცია და შესრულებული სამუშაოების კონტროლი;
** ტექნიკური დავალებების, სპეციფიკაციების, ბიუჯეტებისა და სამუშაო გრაფიკების მომზადებაში მონაწილეობა;
** ტექნიკური შესყიდვების პროცესის მხარდაჭერა (კომერციული წინადადებების მიღება, შედარება და ანალიზი);
** ტექნიკური დოკუმენტაციის, აქტების, ნახაზებისა და პროექტებთან დაკავშირებული ინფორმაციის წარმოება და არქივირება;
** საწარმოო დანადგარების, საინჟინრო სისტემებისა და ინფრასტრუქტურის მდგომარეობასთან დაკავშირებული მონაცემების შეგროვება და ანალიზი;
** ახალი ობიექტების, საწარმოო ხაზების, საწყობებისა და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პროცესში ჩართულობა;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა ტექნიკური და პროექტული დავალებების შესრულება.
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 - 18:00 სთ.
მისამართი: ქ. თბილისი, სამგორის რაიონი, კახეთის გზატკეცილი №110ა, ლილო მოლის მიმდებარედ.
კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, კვებასა და ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ ქართულენოვანი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@askaneli.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს