ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი
"Craft Food" აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერის (HR Manager) პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** HR პროცესების სრული მართვა და კოორდინაცია.
** რეკრუტინგისა და შერჩევის პროცესის დაგეგმვა და განხორციელება
კომპანიის ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესება.
** სამუშაო აღწერილობების (Job Descriptions) მომზადება და განახლება.
** თანამშრომელთა მიღების, ადაპტაციისა და გათავისუფლების პროცესების მართვა.
** თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და HR დოკუმენტაციის ადმინისტრირება.
** შრომითი ხელშეკრულებების მომზადება და კონტროლი.
** შრომითი კანონმდებლობის მოთხოვნების დაცვა და შესაბამისობის უზრუნველყოფა.
** თანამშრომელთა შეფასების, მოტივაციისა და განვითარების სისტემების დანერგვა.
** ტრენინგებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების ორგანიზება.
** თანამშრომელთა კმაყოფილების, ჩართულობისა და კორპორაციული კულტურის განვითარების ხელშეწყობა.
** HR ბიუჯეტისა და პერსონალის დაგეგმვის პროცესებში მონაწილეობა.
** მენეჯმენტისთვის HR ანგარიშების მომზადება და KPI-ების მონიტორინგი.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნეს ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე მიმართულებით.
** მინიმუმ 4-6 წლიანი სამუშაო გამოცდილება HR სფეროში.
** სასურველია გამოცდილება კვებისა და მომსახურების სექტორში.
** საქართველოს შრომითი კანონმდებლობის კარგად ცოდნა.
** რეკრუტინგის მართვის თანამედროვე მეთოდებისა და არხების ცოდნა.
** HR პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავების გამოცდილება.
** თანამშრომელთა შეფასების, მართვისა და განვითარების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია SELF.HR და სხვა).
** HR პროგრამებთან და MS Office-ის სრულყოფილად ფლობის უნარი.
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (აუცილებელია).
** ძლიერი კომუნიკაციის, ლიდერული და მოლაპარაკების უნარები.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა და ანალიტიკური აზროვნება.
ჩვენ გთავაზობთ:
** კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილების შესაბამისად.
** სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს.
** ბრენდის საერთაშორისო პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას.
** პროფესიული და კარიერული განვითარების პერსპექტივას.
** უნიკალურ გამოცდილებას როგორც კონცეფციურად, ასევე კვებისა და სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიაში.
ლოკაცია: თბილისი, თემქა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელფოსტაზე: info@craftfood.ge. გთხოვთ, წერილის სათაურად აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება: HR Manager
გისურვებთ წარმატებას და ველით თქვენს განაცხადს!
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს