მარკეტინგის მენეჯერი

კომპანია: სასტუმრო Best Western Premier

გამოქვეყნების თარიღი: Jun 23

დასრულების ვადა: Jul 23

ადგილმდებარეობა: თბილისი

სულ მალე, კახეთში მაღალი კლასის საერთაშორისო ბრენდული სასტუმრო "Best Western Premier" გაიხსნება. "Best Western Premier" მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო სასტუმრო ბრენდის პრემიუმ კატეგორიას წარმოადგენს, რომელიც სტუმრებს თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ და კომფორტულ გამოცდილებას შესთავაზებს.

სასტუმრო გამოირჩევა ულამაზესი ხედებითა და მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით, რომელიც აერთიანებს 51 ნომერს, გამწვანებულ ტერიტორიას, ტერასას, რესტორანს, ბარებს, გასართობ და სარეკრეაციო სივრცეებს, ასევე მრავალფუნქციურ სივრცეებს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებისთვის.

სასტუმროს მართვას ახორციელებს ქართულ-შვეიცარიული მენეჯმენტ კომპანია HSC Group Hospitality, რომელიც ორიენტირებულია მაღალი ხარისხის სერვისსა და პროფესიონალური გუნდის განვითარებაზე.

პოზიცია: მარკეტინგის მენეჯერი

მდებარეობა: თბილისი

ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგული სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება სასტუმროს გახსნამდე და გახსნის შემდეგ ეტაპებზე;
** სასტუმროს ცნობადობის გაზრდაზე მუშაობა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე;
** სოციალური მედიის არხების მართვა და კონტენტის დაგეგმვა;
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და შედეგების შეფასება;
** პრესასთან და მედია პარტნიორებთან თანამშრომლობა;
** გაყიდვების გუნდთან კოორდინაცია ერთიანი კომერციული მიზნების მისაღწევად;
** სარეკლამო და პრომო აქტივობების (ღონისძიებები, პრეზენტაციები, აქციები) ორგანიზება;
** ბაზრისა და კონკურენტების ანალიზი და შესაბამისი მარკეტინგული გადაწყვეტილებების მიღება;
** მარკეტინგული ბიუჯეტის დაგეგმვა და ხარჯების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების ან დაკავშირებულ სფეროში;
** სასტუმროს მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** ციფრული მარკეტინგის არხების ცოდნა და მართვის გამოცდილება;
** სარეკლამო კამპანიების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება;
** ძლიერი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
** ანალიტიკური აზროვნება და შედეგებზე ორიენტირებული მუშაობის უნარი;
** ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა (სხვა ენები ჩაითვლება უპირატესობად);
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირება;
** დინამიურ გარემოში მუშაობის უნარი.

თუ გსურთ გახდეთ პროფესიონალური, განვითარებაზე ორიენტირებული და საერთაშორისო სტანდარტებზე მომუშავე გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@hscgroup.ge

გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "მარკეტინგის მენეჯერი"

გისურვებთ წარმატებას!

გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც დამუშავდება HSC Group-ის მიერ მხოლოდ შერჩევის პროცესის მიზნებისთვის, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - მარკეტინგის მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...