გაყიდვების მენეჯერი
სულ მალე, კახეთში მაღალი კლასის საერთაშორისო ბრენდული სასტუმრო "Best Western Premier" გაიხსნება. "Best Western Premier" მსოფლიოში აღიარებული საერთაშორისო სასტუმრო ბრენდის პრემიუმ კატეგორიას წარმოადგენს, რომელიც სტუმრებს თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ და კომფორტულ გამოცდილებას შესთავაზებს.
სასტუმრო გამოირჩევა ულამაზესი ხედებითა და მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურით, რომელიც აერთიანებს 51 ნომერს, გამწვანებულ ტერიტორიას, ტერასას, რესტორანს, ბარებს, გასართობ და სარეკრეაციო სივრცეებს, ასევე მრავალფუნქციურ სივრცეებს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებისთვის.
სასტუმროს მართვას ახორციელებს ქართულ-შვეიცარიული მენეჯმენტ კომპანია HSC Group Hospitality, რომელიც ორიენტირებულია მაღალი ხარისხის სერვისსა და პროფესიონალური გუნდის განვითარებაზე.
პოზიცია: გაყიდვების მენეჯერი
მდებარეობა: თბილისი
ფუნქცია-მოვალეობები:
** სასტუმროს გაყიდვების სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** ახალი კორპორატიული მომხმარებლების, ტურისტული სააგენტოებისა და პარტნიორების მოძიება და გრძელვადიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბება;
** ბაზრის კვლევა, კონკურენტების ანალიზი და ფასების/პაკეტების შეთავაზებების ოპტიმიზაცია;
** წინასწარი გაყიდვების პროცესის დაგეგმვა და რეზერვაციების ზრდაზე მუშაობა სასტუმროს გახსნამდე;
** გაყიდვების გეგმების და მიზნების შესრულების მონიტორინგი და რეგულარული ანგარიშგება მენეჯმენტთან;
** სატარიფო პოლიტიკისა და შეთავაზებების მომზადებაში მონაწილეობა;
** მოლაპარაკებების წარმოება კორპორატიულ და B2B პარტნიორებთან;
** ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე სასტუმროს პოზიციონირების ხელშეწყობა;
** გაყიდვების კამპანიების, პრეზენტაციებისა და B2B შეხვედრების ორგანიზება;
** სასტუმროს სხვა დეპარტამენტებთან მჭიდრო თანამშრომლობა;
** CRM სისტემის მართვა და მომხმარებელთა მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება;
** გახსნის შემდგომ გაყიდვების ზრდისა და დატვირთულობის მაქსიმიზაციაზე აქტიური მუშაობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ტურიზმის, ბიზნესის ადმინისტრირების, გაყიდვების ან მარკეტინგის მიმართულებით);
** სასტუმროს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3-წლიანი გამოცდილება;
** B2B გაყიდვების და კორპორატიულ კლიენტებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასტუმროს გახსნის წინ (Pre-Opening) პროცესებში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა (სხვა უცხო ენები ჩაითვლება დამატებით უპირატესობად);
** ძლიერი მოლაპარაკებების, კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და ორგანიზებულობა;
** დინამიურ გარემოში მუშაობის უნარი.
თუ გსურთ გახდეთ პროფესიონალური, განვითარებაზე ორიენტირებული და საერთაშორისო სტანდარტებზე მომუშავე გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@hscgroup.ge
გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "გაყიდვების მენეჯერი"
გისურვებთ წარმატებას!
გამოგზავნილი რეზიუმე/CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომლებიც დამუშავდება HSC Group-ის მიერ მხოლოდ შერჩევის პროცესის მიზნებისთვის, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს