გაყიდვების მენეჯერი
"Belle Maison" - მულტიბრენდული შოურუმი, რომელიც საქართველოში წარმოადგენს მსოფლიოს წამყვან ევროპულ ბრენდებს, აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ავეჯისა და განათების დეპარტამენტში.
თუ გაყიდვები თქვენთვის მხოლოდ პროდუქტის შეთავაზება არ არის, არამედ მომხმარებელთან ნდობის შექმნა, მისი საჭიროებების აღმოჩენა და მაღალი დონის მომსახურებაა - გელოდებით ჩვენს გუნდში.
ძირითადი მოვალეობები
** მომხმარებლების პროფესიონალური კონსულტაცია;
** კლიენტის საჭიროებების ანალიზი და ინტერიერის შესაბამისი გადაწყვეტილებების შეთავაზება;
** პრემიუმ ევროპული ავეჯის, სანათებისა და აქსესუარების გაყიდვა;
** არქიტექტორებთან, ინტერიერის დიზაინერებთან და კერძო კლიენტებთან ურთიერთობის განვითარება;
** კომერციული შეთავაზებებისა და კონტრაქტების მომზადება;
** შეკვეთების სრული ციკლის მართვა - პირველი შეხვედრიდან პროდუქტის მიწოდებამდე;
** მომხმარებელთა ბაზის მართვა და განვითარება;
** გაყიდვების ინდივიდუალური და გუნდური მიზნების შესრულება.
ჩვენ ვეძებთ კანდიდატს, რომელსაც აქვს:
** გაყიდვების სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება (პრემიუმ სეგმენტი ჩაითვლება უპირატესობად);
** მოლაპარაკებებისა და პრეზენტაციის ძლიერი უნარები;
** მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
** ესთეტიკისა და ინტერიერის მიმართ ინტერესი;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად;
** Microsoft Office-ის საბაზისო ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ
** მუშაობას საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პრემიუმ შოურუმში;
** მსოფლიოს წამყვან ევროპულ ბრენდებთან მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიულ ტრენინგებსა და მუდმივ განვითარებას;
** კარიერული ზრდის რეალურ შესაძლებლობას;
პირობები:
** ანაზღაურება: 3300 ლარი + ბონუსი
** სამუშაო გრაფიკი: სრული, 6 სამუშაო დღე, 10:00-19:00 სთ 1 საათიანი შესვენებით, დამატებით თვეში 2 Day Off
** სამედიცინო დაზღვევა
დამატებითი ინფორმაცია:
** მისამართი: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. 86
** ვებგვერდი: http://www.bellemaison.ge
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@bellemaison.ge
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს