მოლარე-ოპერატორი

კომპანია: მანი მუვერსი

გამოქვეყნების თარიღი: Jul 16

დასრულების ვადა: Aug 16

ადგილმდებარეობა: თბილისი

კომპანია "მანი მუვერსი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

ვეძებთ ენერგიულ, პასუხისმგებლობიან და კომუნიკაბელურ თანამშრომელს, რომელიც მზად არის ჩაერთოს სწრაფად მზარდ გუნდში და უზრუნველყოს მაღალი ხარისხის მომსახურება ჩვენი მომხმარებლებისთვის. თუ ხარ ადამიანებთან მუშაობის მოყვარული, იოლად ერკვევი ფინანსურ ოპერაციებში და გსურს სტაბილური და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო - სწორედ შენ გელოდება ჩვენი გუნდი!

პირობები:

** სამუშაო ლოკაცია: ქ. თბილისი, ვარკეთილი, ჯავახეთის ქ. 114. ვარკეთილის მეტროს მიმდ. ტერიტორია.
** სამუშაო განაკვეთი: ცვლაში მუშაობა, არაუმეტეს თვეში 15 დღე.
** სამუშაო საათები: 10:00-22:00
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე.
** ანაზღაურება: კონკურენტუნარიანი ფიქსირებული ანაზღაურება.

ფუნქციები:

** მომხმარებელთა მომსახურება;
** ფინანსური ოპერაციების წარმოება და აღრიცხვა;
** მომხმარებლისთვის სწრაფი და ეფექტური კომუნიკაციის გაწევა;
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
** სალაროს ოპერაციების წარმოება;
** პლასტიკურ ბარათთან დაკავშირებული ოპერაციების წარმოება;
** დღიური დოკუმენტაციის წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების საბაზისო დონეზე ცოდნა;
** მსგავსს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** რთულ სიტუაციების მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: info@mm.ge, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება ("მოლარე-ოპერატორი - თბილისი"). დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - მოლარე-ოპერატორი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...