გაყიდვების მენეჯერი ტენდერების მიმართულებით

კომპანია: ავეჯის სახლი ლაქშერი

გამოქვეყნების თარიღი: Jul 15

დასრულების ვადა: Aug 15

ხელფასი: 2500

ადგილმდებარეობა: თბილისი

ავეჯის სახლი "ლაქშერი" აცხადებს ვაკანსიას ტენდერებთან დაკავშირებული გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

საქმიანობა:

** სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება.
** სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულების ფარგლებში პროდუქციის მიწოდების მონიტორინგის განხორციელება და კოორდინაცია ლოჯისტიკის სამსახურთან.
** კომერციული წინადადებების ფორმირება მათ შორის სახელმწიფო შესყიდვების ბაზრის კვლევებში მონაწილეობის მიღება და დირექტორის დავალებების შესაბამისად ფასის შეთავაზება.
** კომპანიის პროდუქტების რეალიზაციასთან დაკავშირებული ყველა საჭირო ოპერაციის შესრულება კომპეტენციის ფარგლებში. მათ შორის სარეალიზაციო პროდუქციის ფასების დაანგარიშება და განსაზღვრა.
** საერთაშორისო შესყიდვის განხორციელება;
** არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობა - შესყიდვის დაგეგმვა და თანმხლები პროცესების კონტროლი;
** საჭიროების შემთხვევაში, ახალი მომწოდებლების მოძიება მოთხოვნების შესაბამისად;
** მომწოდებლებთან ხელშეკრულებების პირობებზე მოლაპარაკება, გაფორმება, მათი მონიტორინგი და დაარქივება შესაბამისი წესების მიხედვით;

პოზიციასთან დაკავშირებული მოთხოვნები და საჭირო უნარ-ჩვევები:

** სასურველია უმაღლესი განათლება (უპირატესობა მიენიჭება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, მარკეტინგის ან ეკონომიკის მიმართულებებს);
** Microsoft Office მაღალ დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა.
** ტექნოლოგიური პროდუქტების/სერვისების ზოგადი ცოდნა;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების შესანიშნავი უნარები;
** ანალიტიკური აზროვნება და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი; როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაოს ხანგრძლივობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი #24
ანაზღაურება: 2500 ლარი (+ ბონუსი)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: vacanciluxury@gmail.com, ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 593313738

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - გაყიდვების მენეჯერი ტენდერების მიმართულებით

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...