ნედლეულის მომზადების ოპერატორი
"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და ოპერირებს მსოფლიოს 200-ზე მეტ ქვეყანაში. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიიდან - "სოფლის ნობათი", "ჩუდო", "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Sadochek"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Cheetos"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".
შემოუერთდი ჩვენს გუნდს, ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს ნედლეულის მომზადების ოპერატორის თანამდებობაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი (ფონიჭალა)
ძირითადი მოვალეობები:
** რძის პროდუქციის წარმოებისათვის საჭირო ნედლეულის მომზადებისათვის შესაბამისი ინგრედიენტების დადგენილი თანმიმდევრობით სამუშაოების განხორციელბა.
** ნედლეულის მომზადებისათვის საჭირო მასალების, აგრეთვე დანადგარების დამუშავებისთვის საჭირო სარეცხი საშუალებებისა და კონცეტრირებული ხსნარების მიღება, განთავსება და გადაადგილება ავტოჩამტვირთავის საშუალებით
** სამუშაო ინსტრუქციების შესაბამისად არსებულ რეესტრში ჩანაწერების წარმოება, გამოყენებული მასალებისა და ინგრედიენტების აღრიცხვა.
** დანადგარების/ტექნიკის სწორი ექსპლუატაცია. სანიტარული ნორმებისა და წესების დაცვა.
კანდიდატის პროფილი:
** სასურველია პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით
** სასურველია წარმოებაში მუშაობის გამოცდილება
** არითმეტიკული უნარები
** ყურადღება/დეტალებზე ორიენტირება
რას გთავაზობთ?
** საერთაშორისო სტანდარტების მქონე საწარმოში ღირებული პრაქტიკული გამოცდილების მიღება
** კონკურენტული ანაზღაურება 1860 ლარი
** ტრანსპორტირება (მ/ს ისანი, ქ. რუსთავი)
** ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაზღვევა
** ფიტპასის ან საოჯახო დაზღვევის თანადაფინანსება
** კვება
სამუშაო გრაფიკი: 12-საათიანი ცვლა, მონაცვლეობითი გრაფიკით — 2 სამუშაო დღის შემდეგ 2 დღიანი დასვენება
თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გამოგზავნეთ თქვენი რეზუმე მისამართზე: vacancy.geo@pepsico.com 16 აგვისტომდე და მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოგროვება, შენახვა, განახლება, შეცვლა, ამოღება, გამოყენება, ბლოკირება, წაშლა, განადგურება) და/ან მათი ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან მის გარეშე იმ ადგილობრივ ან საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია ახორციელებს ურთიერთქმედებას შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს