გაყიდვების კონსულტანტი

კომპანია: დუთი ფრი ჯორჯია

გამოქვეყნების თარიღი: Jun 17

დასრულების ვადა: Jul 17

ხელფასი: 1530

ადგილმდებარეობა: თბილისი

კომპანია "დუთი ფრი ჯორჯია" წარმატებით ოპერირებს საქართველოში 15 წელზე მეტია და წარმოდგენილია ქვეყნის თითქმის ყველა სახმელეთო საზღვარზე თავისი მაღაზიებით. "დუთი ფრი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: სადახლოს სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორია. კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლების ორმხრივ ტრანსპორტირებას თბილისიდან.

სამუშაო გრაფიკი: თვეში მხოლოდ 10-11 ცვლა (ყოველ მესამე დღეს 24-საათიანი (პროპორციული დასვენების საათებით).
ანაზღაურება: ფიქსირებული 1530 ლარი და + ყოველთვიური სტაბილური დანამატით, თვეში საშუალოდ 1600-1800 ლარამდე (ნამუშევარი ცვლების მიხედვით)

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის სწრაფი, ხარისხიანი და პროფესიონალური კონსულტაციის გაწევა;
** მომხმარებლისთვის ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება, როგორც პროდუქციის, ასევე არსებული აქციების შესახებ;
** მაღაზიაში არსებული პროდუქციის მართვა (ფასების შესაბამისობა, ვარგისიანობა, განლაგება, ანოტაციების შესაბამისობა და ა.შ.);
** მაღაზიის პროდუქციის პერიოდულ აღწერაში/ინვენტარიზაციაში მონაწილეობა;
** სალაროს ოპერაციების შესრულება;
** გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო ან პროფესიული განათლება (უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად).
** გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
** სასურველია საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა (MS Word, Excel).
** ქართული და რუსული ენის ცოდნა;
** სომხური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული და პროფესიული უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: tamarbakashvili@gmail.com. გთხოვთ, თემის ველში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ თქვენი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ კომპანია დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის განსაზღვრის მიზნით. გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 1 (ერთი) წლის ვადით, აღნიშნულ პერიოდში თქვენი კანდიდატურის იმავე ან სხვა ვაკანტურ პოზიციაზე განხილვის მიზნით.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - გაყიდვების კონსულტანტი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...