დიასახლისი
თანამედროვე აპარტ-ჰოტელი "Gratus Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ჩუღურეთის რაიონი, წინამძღვრიშვილის ქ. 113 ა
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე, 09:00 - 18:00
ანაზღაურება: 1300 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** სასტუმროს ნომრებისა და საერთო სივრცეების დალაგება და წესრიგის დაცვა
** სისუფთავისა და კომფორტის უზრუნველყოფა დანერგილი სტანდარტების შესაბამისად
** თეთრეულის, პირსახოცებისა და აღჭურვილობის მოწესრიგება და მოვლა
** სტუმრების დამატებითი საჭიროებების უზრუნველყოფა (ჰიგიენური საშუალებები, პირსახოცები და სხვა)
** უსაფრთხოების და სისუფთავის სტანდარტების დაცვა
** დაზიანებული ან დაკარგული ნივთების შესახებ ინფორმაციის მიწოდება სუპერვაიზორთან
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
**სასურველია დიასახლისის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
**სისუფთავისა და წესრიგისადმი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** სამუშაოს დროულად და ხარისხიანად შესრულების უნარი
**გუნდური მუშაობის უნარი
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ დაგვირეკოთ შემდეგ ნომერზე 598350069.
პერსონალური მონაცემების დაცვა:
თქვენ მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში. მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს თქვენი თანხმობის გარეშე.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს