ვადაგადაცილებული აქტივების მენეჯერი
"ვოლტა" წარმოადგენს უმსხვილეს ონლაინ მოლს, რომელიც 2020 წლიდან წარმატებით საქმიანობს საქართველოში.
კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ელექტრონული კომერციის უნიკალურ სერვისს, კერძოდ, პროდუქციის შეძენას შიდა ონლაინ განვადებით, ყოველგვარი საბანკო და ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი და მიაღწიე პროფესიულ წარმატებას!
ჩვენ ვეძებთ ვადაგადაცილებული აქტივების მენეჯერს, რომელიც იმუშავებს დინამიკურ და მეგობრულ გარემოში, სადაც მნიშვნელობა ენიჭება შენს აზრს, პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას.
** ადგილმდებარეობა: თბილისი, გიორგი სააკაძის II გასასვლელი (ბიზნეს ცენტრი "ატრიუმი")
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00
** ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** სასურველია საკრედიტო ექსპერტად, ვადაგადაცილებული აქტივების მენეჯერად ან შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
ჩვენ გთავაზობთ:
** მეგობრულ და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ გუნდს
** კარიერული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას
** კონკურენტულ ანაზღაურებას
** სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ კომპანიას
რა იქნება შენი მთავარი ამოცანები?
** კლიენტებთან კომუნიკაცია და დახმარება გადახდის სწორი გეგმის შერჩევაში
** გრაფიკში არსებული დებიტორების გადახდების კონტროლი
** ვადაგადაცილებული განვადების პორტფელის ეფექტიანი მართვა
** მოლაპარაკებების წარმოება და შეთანხმების მიღწევა გადახდებზე
** რესტრუქტურიზაციის პროცესების ორგანიზება და კონტროლი
** ყოველდღიური ანგარიშგება ხელმძღვანელობისთვის
თუ ხარ:
** კომუნიკაბელური და პასუხისმგებლიანი
** მიზანდასახული
** შედეგზე ორიენტირებული და გუნდური მუშაობის მოყვარული
მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვის არის!
გამოაგზავნე რეზიუმე ელფოსტაზე: hr@volta.ge და შემოუერთდი ჩვენს პროფესიონალ გუნდს, სადაც შენი ცოდნა და ენერგია ნამდვილად დაფასდება!
აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, შპს "ვოლტამ" განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით.
ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს