გაყიდვების წარმომადგენელი

კომპანია: Castello

გამოქვეყნების თარიღი: Jun 17

დასრულების ვადა: Jul 17

ხელფასი: 1800

ადგილმდებარეობა: თბილისი

მულტიბრენდული ავეჯის, განათებისა და აქსესუარების შოურუმი "CASTELLO" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი 40
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი

მოთხოვნები:

** აუცილებელია გაყიდვების წარმომადგენლად ანალოგიურ სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Pdf);
** სასურველია Archicad-ის ან 3D MAX-ის პროგრამის ცოდნა;
** აუცილებელია მინ. ერთი უცხო ენის ცოდნა;
** დამატებითი უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** უმაღლესი განათლება დიზაინისა და არქიტექტურის განხრით.

მოვალეობები:

** მაღალი კლასის ევროპული ავეჯის, განათებებისა და აქსესუარების რეალიზაცია კომპანიის შოურუმიდან და შეკვეთით;
** გაყიდვების პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** ავეჯის ინდუსტრიასა და დიზაინის სფეროში არსებული თანამედროვე ტრენდების ცოდნა.
** პრემიუმ-კლასის სეგმენტში მოქმედი იტალიური ბრენდებისა და მათი პროდუქციის ზოგადი ცოდნა.
** მომხმარებელთა მონაცემთა ბაზების მონიტორინგი და განახლება;
** შეკვეთების მუდმივი კონტროლი;
** არსებულ მომხმარებლებთან ურთიერთობა, მათ მოთხოვნებზე მორგებული დიზაინერული გადაწყვეტილებების შეთავაზება;
** სფეროში მოქმედ დიზაინერებთან თანამშრომლობა;
** ყოველთვიური გაყიდვების რეპორტინგის მომზადება;

პიროვნული მახასიათებლები:

** გუნდურად მუშაობის უნარი
** სისხარტე, პუნქტუალურობა და ყურადღებიანობა
** მოლაპარაკების წარმოების უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
** მომხმარებელთა საჭიროებისა და მოთხოვნების განსაზღვრა
** კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილება და მართვა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ანაზღაურებას 1800 ლარს და ყოველთვიურ ბონუსს გაყიდვებიდან;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს და პირობებს;
** თქვენი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზაციის საშუალებას;
** განვითარებაზე ორიენტირებულ მეგობრულ გუნდს;

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ მოგვაწოდოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე info@castello.ge და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის დასახელება "გაყიდვების წარმომადგენელი" წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება კანდიდატურის განხილვა.

გისურვებთ წარმატებებს!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - გაყიდვების წარმომადგენელი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...