კვების ობიექტების აღწერის მენეჯერი

კომპანია: ფინარეა

გამოქვეყნების თარიღი: Jun 17

დასრულების ვადა: Jul 17

ხელფასი: 1000

ადგილმდებარეობა: თბილისი

საბუღალტრო კომპანია "ფინარეას" ძირითადი საქმიანობებია: კომპანიების ბუღალტრული აღრიცხვა საერთაშორისო სტანდარტებით, ფინანსების დაგეგმარება და მართვა, საკონსულტაციო მომსახურება.

"ფინარეა" აცხადებს ვაკანსიას კვების ობიექტების აღწერის მენეჯერის პოზიციაზე.

ანაზღაურება: 800-1000 ლარი (გამოცდილების შესაბამისად)
სამუშაოს ტიპი: კვირაში 3 დღე - 11:00-18:00 სთ. სამუშაო დღეები შეთანხმდება ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (შაბათი და კვირა არასამუშაო დღეებია).
გამოსაცდელი ვადა: 2 თვე (ანაზღაურებადი)
სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** კვების ობიექტების საოპერაციო პროგრამების ცოდნა (სასურველია).

უნარები:

** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** მათემატიკური უნარები.

მოვალეობები:

** კვების ობიექტების დოკუმენტაციის დამუშავება;
** კვების ობიექტებზე ვიზიტი და აღწერების გაკეთება;
** შესაბამის პროგრამაში მუშაობა, ინფორმაციის შეყვანა (შესყიდვების ასახვა);
** შედეგების დამუშავება და გაანალიზება;
** უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული დავალებების შესრულება.

P.S. გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება ვაკანსიაში მითითებულ შრომის ანაზღაურებას და მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოგზავნოთ CV, თუ ეს ანაზღაურება თქვენთვის მისაღებია.

გთხოვთ, CV გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@finarea.ge. "Subject"-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - კვების ობიექტების აღწერის მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...