კომერციული დირექტორი
"ახალი ხედვა" წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან სამედიცინო ჯგუფს საქართველოში, რომელიც ოპერირებს ორთოპედიის, ტრავმატოლოგიის, ანგიოლოგიის, ინდივიდუალური ინსოლების, რეაბილიტაციისა და სამედიცინო საცალო ქსელის მიმართულებით. კომპანია აერთიანებს პროფესიულ და საცალო გაყიდვებს, კატეგორიის მენეჯერებს, მარკეტინგის მიმართულებას და მრავალპროფილურ კომერციულ გუნდს.
სამედიცინო ჯგუფი ახალი ხედვა აცხადებს ვაკანსიას კომერციული დირექტორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00 - 18:00 სთ
პოზიციის მიზანი:
კომერციული დირექტორის მთავარი მისიაა კომპანიის კომერციული მართვის სისტემის შექმნა, განვითარება და ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა. პოზიცია პასუხისმგებელია გაყიდვების, მომგებიანობის, ბაზრის განვითარების, კატეგორიების, მარკეტინგის, Forecast-ის, კომერციული ანალიტიკისა და საცალო ქსელის ერთიანი სისტემით მართვაზე, რათა კომპანიამ უზრუნველყოს მდგრადი ზრდა და კონკურენტული უპირატესობა.
ძირითადი პასუხისმგებლობები:
1. კომერციული სტრატეგია და ბიზნესის განვითარება
** კომპანიის კომერციული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება;
** ბაზრის პოტენციალის, ახალი ბიზნეს შესაძლებლობებისა და პარტნიორობების იდენტიფიცირება და განვითარება.
2. გაყიდვები, მომგებიანობა და საცალო ქსელი
** გაყიდვებისა და GP1-ის მიზნობრივი მაჩვენებლების შესრულების უზრუნველყოფა;
** საცალო ქსელის კომერციული შედეგების მართვა და განვითარება;
** კომერციული ბიუჯეტის, ფასებისა და მომგებიანობის მართვა.
3. კატეგორიების და პორტფელის მართვა
** კატეგორიების განვითარების სტრატეგიის განსაზღვრა და განხორციელება;
** Category P&L-ის მართვა;
** ახალი პროდუქტების შერჩევა და ბაზარზე დანერგვა.
4. ექიმებთან და კლინიკებთან თანამშრომლობის განვითარება
** ექიმებთან და კლინიკებთან თანამშრომლობის სისტემის განვითარება;
** ბაზრის პოტენციალის ათვისებისა და ექიმების განვითარების პროგრამების მართვა.
5. კომერციული ანალიტიკა და მართვის სისტემები
** KPI-ებისა და კომერციული ანგარიშგების სისტემის განვითარება;
** CRM-ის ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა;
** კომერციული პროცესების, სტანდარტებისა და მართვის სისტემების განვითარება.
6. გუნდის მართვა და განვითარება
კომერციული დეპარტამენტის გუნდების მართვა, განვითარება და შედეგების უზრუნველყოფა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის, ფინანსების, ჯანდაცვის მენეჯმენტის ან მონათესავე მიმართულებით;
** მინიმუმ 5 წლიანი წარმატებული მენეჯერული გამოცდილება კომერციის, გაყიდვების, ბიზნესის განვითარების ან კატეგორიის მართვის მიმართულებით;
** გუნდის მართვისა და განვითარების გამოცდილება;
** კომერციული დაგეგმვისა და ანალიტიკის გამოცდილება;
** Forecast-ისა და კომერციული დაგეგმვის პროცესების ცოდნა;
** CRM/ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** ძლიერი ანალიტიკური, ლიდერული და სტრატეგიული უნარები;
** აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა. რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული უნარები:
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** ორგანიზებულობა/დეტალებზე ორიენტირებულობა.
** გუნდის მართვის უნარი;
** სტრატეგიული ხედვის, დაგეგმვის და გაყიდვების ანალიზის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: hr@akhalikhedva.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გაცნობებთ, რომ კონკურსის ფარგლებში თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, დამუშავდება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის ვადით.
ამასთან, თუ გსურთ თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შემდგომში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, გთხოვთ, აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენი თანხმობის შესახებ მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@akhalikhedva.ge აღნიშნული თანხმობის გამოხმობა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ამავე ელექტრონული ფოსტის საშუალებით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 თავით მინიჭებული უფლების ფარგლებში.
თანხმობის შემთხვევაში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, განაცხადის (CV) შენახვა მოხდება კონკურსის დასრულებიდან/შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს