კერამიკის წარმოების განვითარების მენეჯერი
"ბლუტაბლა" აცხადებს ვაკანსიას კერამიკის წარმოების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: 9:00 - 18:00, ორშ.-პარ. (სრული განაკვეთი)
მდებარეობა: წერეთლის გამზ. 140, თბილისი
"ბლუტაბლა" ქმნის სახლის აქსესუარებს, რომელთა დიზაინიც შთაგონებულია ქართული კულტურით. თითოეული ინარჩუნებს მთავარ იდეას — ქართული სახასიათო დიზაინის შექმნასა და მათ ყოველდღიურობაში დამკვიდრებას.
სამუშაოს აღწერა:
კერამიკის წარმოების განვითარების მენეჯერის პოზიცია მოიცავს კერამიკული ჭურჭლის წარმოების სრული ციკლის მართვასა და განვითარებას, საჭირო ტექნიკური სტანდარტების შემუშავებას, გუნდის ჩამოყალიბებასა და განვითარებას.
** კერამიკული წარმოების ტექნოლოგიის შერჩევა და დანერგვა
** საწარმოო პროცესის ჩამოყალიბება (ფორმირება, გაშრობა, გამოწვა, მოჭიქვა, დეკალების მომზადება)
** ნედლეულის რეცეპტურების განვითარება (თიხა, ჭიქური)
** ნიმუშების ტესტირება და პროდუქტის დამტკიცების პროცესის მართვა
** ხარისხის სტანდარტებისა და სტანდარტული სამუშაო პროცედურების შემუშავება
** დანადგარებისა და მომწოდებლების შერჩევა
მოთხოვნები:
** 3-5 წლიანი პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება კერამიკის/ჭურჭლის წარმოების მიმართულებით
** მცირე/საშუალო ზომის კერამიკული სტუდიის ან საწარმოს მართვის გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად
** კერამიკის მიმართულებით განათლება ჩაითვლება პლუსად
** ინგლისური ენის ცოდნა (კომუნიკაცია დანადგარების მომწოდებლებთან და უცხოელ ტექნიკურ სპეციალისტებთან)
ანაზღაურება და პირობები:
** კონკურენტული ანაზღაურება
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** კარიერული წინსვლის შესაძლებლობა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV და პორტფოლიო მისამართზე career@bluetabla.ge გამოგზავნისას სათაურში მიუთითეთ: "კერამიკის წარმოების განვითარების მენეჯერი"
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს