საწყობის თანამშრომელი
კომპანია "მორელლი ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე თბილისში.
სამუშაო პირობები:
- ლოკაცია: თბილისი, თორნიკე ერისთავის 32 (დიდუბე)
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი: 10:00-დან 19:00-მდე; შაბათი, კვირა — დასვენება
- ანაზღაურება: 1300 ლარი (ხელზე ასაღები)
სამუშაოს სპეციფიკა: სამუშაო დაკავშირებულია მძიმე ფიზიკურ დატვირთვასთან (კარების დაცლა-დატვირთვა და გადაადგილება), რაც მოითხოვს შესაბამის ფიზიკურ ძალასა და გამძლეობას.
ძირითადი მოვალეობები:
** პროდუქციის მიღება-დასაწყობების და ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;
** პროდუქციის აგროვება შეკვეთაში განსაზღვრული ზუსტი სახეობების, რაოდენობების მიხედვით;
** გასაცემად გამზადებული შეკვეთების მძღოლისთვის მითვლა და ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთვა;
** საწყობის აღწერაში მონაწილეობის მიღება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
** სამუშაო ადგილზე მოწესრიგებული სამუშაო გარემოს შენარჩუნების უზრუნველყოფა;
** კომპეტენციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები:
- სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე (საჭიროა შიდა სამუშაო კომუნიკაციისთვის).
პიროვნული თვისებები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და შრომისმოყვარეობა;
** გუნდური მუშაობისა და დროის ეფექტურად მართვის უნარი.
განაცხადის მიღების წესი: დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: a.mchedlishvili@morelli.ge
და გთხოვთ, სათაურის (Subject) ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "საწყობის თანამშრომელი".
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს