უფროსი გაყიდვების მენეჯერი

კომპანია: სასტუმრო ხედი

გამოქვეყნების თარიღი: Jun 16

დასრულების ვადა: Jul 16

ადგილმდებარეობა: თბილისი

სასტუმრო "ხედი" (Khedi Hotel) წარმოადგენს 4-ვარსკვლავიან, პრემიუმ კლასის ლოკაციას თბილისის ისტორიულ ნაწილში, ავლაბარში. სასტუმრო აერთიანებს 57 მაღალი კლასის ნომერს, 2 რესტორანს და საკონფერენციო სივრცეს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: https://khedihotel.ge/

"სასტუმრო ხედი" აცხადებს ვაკანსიას უფროსი გაყიდვების მენეჯერის (Senior Sales Manager) პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გაყიდვების დაგეგმარება: წლიური გაყიდვებისა და მარკეტინგული გეგმის შემუშავებასა და აღსრულებაში მონაწილეობა, ყოველთვიური გაყიდვების მიზნების შესრულება;
** B2B პარტნიორობა: მსხვილი კორპორაციული კლიენტების, ტურისტული სააგენტოების და MICE სააგენტოების ბაზის მართვა, გაფართოება და გრძელვადიანი ლოიალობის უზრუნველყოფა;
** შეთავაზებები და მოლაპარაკებები: მაღალბიუჯეტიანი და კომპლექსური კომერციული წინადადებების მომზადება (სასტუმროს ნომრები, კონფერენციები, კორპორაციული ივენთები, ბანკეტები) და სამიზნე ჯგუფთან მოლაპარაკებების წარმოება;
** საფასო პოლიტიკის და OTA პლატფორმების მართვა: სასტუმროს საფასო პოლიტიკისა და დინამიკური ფასწარმოების (Dynamic Pricing) სტრატეგიის შემუშავება და მართვა ბაზრის მოთხოვნის, სეზონურობისა და კონკურენტების ანალიზის საფუძველზე; სხვადასხვა გაყიდვების არხებისთვის (კორპორაციული, ჯგუფური, OTA) ოპტიმალური სატარიფო გეგმების (Rate Plans) განსაზღვრა და დანერგვა სასტუმროს მაქსიმალური შემოსავლების მისაღწევად. OTA პლატფორმების (Booking.com, Expedia და სხვა) მართვა Exely-ის (Channel Manager) სისტემის გამოყენებით;
** გაყიდვების კოორდინაცია: აქტიური თანამშრომლობა რეზერვაციების მენეჯერთან, Front Office - ის და F&B -ის თანამშრომლებთან.
** ანალიტიკა და რეპორტინგი: ყოველკვირეული გეგმებისა და ყოველთვიური ანგარიშების მომზადება უშუალო ხელმძღვანელისთვის (გენერალური დირექტორის მოადგილე);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები (Hard Skills):

** უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მარკეტინგის ან მასპინძლობის მენეჯმენტის მიმართულებით;
** მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება სასტუმროს გაყიდვების სფეროში (სასურველია პრემიუმ კლასის სასტუმროებში);
** სასტუმროს მართვაში პროგრამებში (PMS: Opera / Fidelio/სხვა) და არხების მენეჯერის პროგრამებში (Channel Manager: Exely/სხვა) მუშაობის გამოცდილება. კლიენტებთან ურთიერთობის მართვის პროგრამებში (CRM: Zoho/სხვა) მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება ან Windows Excel - ის სრულფასოვანი ცოდნა.
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილი, ფლობა (დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად).

პერსონალური უნარ-ჩვევები (Soft Skills):

** სტრატეგიული აზროვნება: გაყიდვების არხების დივერსიფიკაციისა და შემოსავლების მაქსიმიზაციის უნარი;
** ლიდერობა და ავტორიტეტი: გუნდის მოტივირების, დავალებების დელეგირებისა და კოორდინაციის უნარი;
** ეფექტური კომუნიკაცია და ნეთვორკინგი: მაღალი დონის ბიზნეს-შეხვედრებისა და პრეზენტაციების წარმატებით ჩატარების უნარი;
** სტრეს-მენეჯმენტი: ფორსმაჟორულ სიტუაციებში (მაგ. მასშტაბური ივენთების დაგეგმვისას) სწრაფი და რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება.

ბენეფიტები და პირობები:

** კონკურენტული ფიქსირებული ანაზღაურება + მოქნილი ბონუსური სისტემა გაყიდვების მიზნების შესრულებისას;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი;
** უფასო კვება სასტუმროს პერსონალის სასადილოში;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა მზარდ კომპანიაში;
** კომფორტული სამუშაო გარემო თბილისის ცენტრში.

სამუშაო გრაფიკი:

** სამუშაო დრო: სრული განაკვეთი, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე ან 09:00-დან 17:00-მდე., შესაძლებელია განვიხილოთ ჰიბრიდული, ადგილზე და ონლაინ სამუშაო გრაფიკი.
** მოქნილობა: სასტუმროში დაგეგმილი მნიშვნელოვანი MICE ღონისძიებების, B2B შეხვედრების ან მიღებების დროს, გრაფიკი შესაძლოა დაექვემდებაროს ცვლილებას.
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ავლაბარი, "სასტუმრო ხედი", ქეთევან წამებულის 24

გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: events@khedihotel.ge

სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "Senior Sales Manager". დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ტელ. +995 577 577750.

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას, რომ შპს "ხედმა" დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - უფროსი გაყიდვების მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...