საწყობის ოპერატორი

კომპანია: ჯიენჯი ჯგუფი

გამოქვეყნების თარიღი: Jul 14

დასრულების ვადა: Aug 14

ხელფასი: 1000

ადგილმდებარეობა: თბილისი

ჩვენ ვართ "ჯიენჯი" - სტომატოლოგიური კლინიკებისთვის საჭირო მასალების, აპარატურის და ტექნიკური მხარდაჭერის მიმწოდებელი კომპანია.

ჩვენი ძირითადი პროდუქტებია: დენტალური იმპლანტი, ხელოვნური ძვალი, სასტერილიზაციო როლები და მსხვილი აპარატურა (3D კომპიუტერული ტომოგრაფი; რენტგენი; სტომატოლოგიური სავარძელი და აშ.)

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ადგილმდებარეობა: ლვოვის 63
ხელფასი: 1000 ლ (ხელზე ასაღები)

მოვალეობები:

** შეკვეთის მიღება;
** მიღებული შეკვეთების შესახებ სრული ინფორმაციის მიწოდება საწყობის თანამშრომლისთვის;
** პროდუქციის პროგრამული გატარების უზრუნველყოფა;
** მომზადებული შეკვეთის მიწოდება/გაცემა;
** საწყობის მარაგების კონტროლი და კომერციულ დეპარტამენტში ინფორმაციის დროული მიწოდება;
** საწყობში შემოსული პროდუქტის თაროებზე განთავსება;
** კოდების და სერიული ნომრების სისწორის კონტროლი;
** აღწერებში მონაწილეობის მიღება.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს, გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV მეილზე admin@giengi.ge, გთხოვთ დანიშნულებაში მიუთითოს ვაკანსიის დასახელება

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - საწყობის ოპერატორი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...