უმცროსი ექიმი
შპს "ისრაელი-საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა ჰელსიკორი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ექიმის პოზიციაზე ნევროლოგიის განყოფილებაში.
ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:
** ექიმის ზედამხედველობით სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებაში მონაწილეობის მიღება;
** სტაციონარში პაციენტის მდგომარობის მართვაში მონაწილეობის მიღება ექიმთან ერთად.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** სასურველია სარეზიდენტო პროგრამის რეზიდენტობა;
** სასურველია ერთ წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების კარგად (MS Office) ცოდნა;
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური და დეტალებზე ორიენტირებული;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, შრომისმოყვარე, გუნდური მუშაობის უნარით, მოტივირებული და ორგანიზებული.
სამუშაო განრიგი:
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV 2026 წლის 30 ივნისამდე შემდეგ მისამართზე: info@hcore.ge
თქვენს მიერ წარმოდგენილი რეზიუმე შეიცავს პერსონალურ მონაცემებს. აღნიშნული მონაცემები დამუშავდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, კანდიდატთა შერჩევის პროცესის ფარგლებში, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით იმ მიზნით, რომ შესაძლებელია თქვენი კანდიდატურის განხილვა სხვა შესაბამის პოზიციებზეც. რეზიუმეს გამოგზავნით ადასტურებთ, რომ გაეცანით აღნიშნულ ინფორმაციას.
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს