კონტენტისა და კომუნიკაციების სპეციალისტი

კომპანია: ჯიენჯი ჯგუფი

გამოქვეყნების თარიღი: Jul 14

დასრულების ვადა: Aug 14

ხელფასი: 2500

ადგილმდებარეობა: თბილისი

"ჯიენჯი" აცხადებს ვაკანსიას კონტენტისა და კომუნიკაციების სპეციალისტის თანამდებობაზე.

"ჯიენჯი" ეძებს ენერგიულ, კრეატიულ და ორგანიზებულ თანამშრომელს, რომლის მთავარი ფუნქცია იქნება კომპანიის აქტივობების, პროექტების, ღონისძიებებისა და ბრენდების ეფექტური კომუნიკაცია და წარმოჩენა.

ჩვენ არ ვეძებთ მხოლოდ მარკეტერს.

ჩვენ ვეძებთ ადამიანს, რომელიც შეძლებს:

** კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის საინტერესო კონტენტად გარდაქმნას;
** ვიდეო და ფოტო მასალის დაგეგმვას, გადაღებასა და გამოქვეყნებას;
** სოციალური პლატფორმების აქტიურ მართვას;
** კონფერენციების, ტრენინგების და ღონისძიებების გაშუქებას;
** კომპანიის ხედვის, ღირებულებებისა და პროექტების სწორად კომუნიკაციას.

ძირითადი მოვალეობები:

** სოციალური მედიის მართვა;
** ვიდეო და ფოტო კონტენტის შექმნა;
** ღონისძიებების გაშუქება;
** კონტენტ კალენდრის შედგენა;
** ბრენდების და პროდუქტების პოპულარიზაციის მხარდაჭერა;
** დიზაინერებთან, გაყიდვებთან და ხელმძღვანელობასთან კოორდინაცია;
** კომპანიის ვებგვერდისა და ციფრული არხების განვითარებაში მონაწილეობა.

სასურველი უნარები:

** ვიდეო გადაღება და მონტაჟი;
** სხვადასხვა პროგრამების ცოდნა;
** სოციალური მედიის გამოცდილება;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** კრეატიული აზროვნება;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გამოცდილება, არამედ ინიციატივა, ენერგია და სურვილი შექმნას საინტერესო და განსხვავებული კონტენტი.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00
ადგილმდებარეობა: ლვოვის 63
ხელფასი: 2000-2500 (ხელზე ასაღები)

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ვაკანსიის მოთხოვნებს, გადმოაგზავნეთ CV ელფოსტაზე admin@giengi.ge. გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - კონტენტისა და კომუნიკაციების სპეციალისტი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...