გაყიდვების მენეჯერი

კომპანია: დეველოპერული კომპანია Homer

გამოქვეყნების თარიღი: Jul 14

დასრულების ვადა: Aug 14

ადგილმდებარეობა: თბილისი

დეველოპერული კომპანია "Homer"-ი (ჰოუმერი) აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

კომპანიის შესახებ

"Homer"-ი არის თანამედროვე დეველოპერული კომპანია, რომელიც ქმნის ხარისხიან, ინოვაციურ და ადამიანზე ორიენტირებულ საცხოვრებელ პროექტებს საქართველოში.
ჩვენი გუნდი აერთიანებს უძრავი ქონების ინდუსტრიის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალებს, რომლებიც საერთო ღირებულებებით ხელმძღვანელობენ - ხარისხი, პასუხისმგებლობა, გამჭვირვალობა და შედეგზე ორიენტირებული მუშაობა.
"Homer"-ში გვჯერა, რომ წარმატებული პროექტები იქმნება ძლიერი გუნდის მიერ. სწორედ ამიტომ, ვქმნით გარემოს, სადაც თითოეულ თანამშრომელს აქვს განვითარების შესაძლებლობა, ახალი იდეების განხორციელების თავისუფლება და საერთო წარმატებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანის შესაძლებლობა.
თუ გსურთ გახდეთ ამბიციური და მზარდი კომპანიის ნაწილი, შემოგვიერთდით და ერთად შევქმნათ მომავლის საცხოვრებელი სივრცეები.

ჩვენ შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.homer.ge

სამუშაო პირობები:

** დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი: 10:00 - 19:00; შაბათი (ანაზღაურებადი ზეგანაკვეთური სამუშაო): 10:00 - 16:00
** სამუშაო ადგილი: თბილისი, ბობ უოლშის ქ. N36

ძირითადი მოვალეობები:

** შემომავალი სატელეფონო ზარების მიღება და მომხმარებელთა კონსულტაცია;
** გამავალი ზარების განხორციელება და პოტენციურ მომხმარებლებთან კომუნიკაცია;
** კომპანიის პროექტების პრეზენტაცია დისტანციურად და პირისპირ;
** მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი უძრავი ქონების შეთავაზება;
** მომხმარებლის მხარდაჭერა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
** შეხვედრების დაგეგმვა ოფისსა და სამშენებლო მოედანზე;
** მომხმარებლის კოორდინაცია ბანკის წარმომადგენლებთან დაფინანსების პროცესში;
** კომერციული შეთავაზებებისა და სხვა ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნა;
** მომხმარებლის კითხვებზე ამომწურავი და პროფესიონალური პასუხების გაცემა;
** ხელშეკრულებებისა და სხვა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება გაყიდვის პროცესის დასრულების ეტაპზე;
** CRM სისტემაში მომხმარებელთა მონაცემების აღრიცხვა და განახლება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია სამუშაო გამოცდილება უძრავი ქონების, დეველოპერულ ან მონათესავე სფეროში;
** მომხმარებლებთან გაყიდვებისა და პროდუქტის/სერვისის პრეზენტაციის გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენების თავისუფლად ცოდნა (სავალდებულო);
** MS Office-ის პროგრამების და CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პროფესიული ეთიკა;
** შედეგზე ორიენტირებულობა და გაყიდვების ძლიერი მოტივაცია;
** ორგანიზებულობა, დროისა და პროცესების ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ენერგიულობა, ინიციატივიანობა და გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას და ყოველთვიურ გაყიდვების ბონუსს;
** ინდივიდუალურ ჯანმრთელობის დაზღვევას;
** თანამედროვე, კომფორტულ და კეთილმოწყობილ სამუშაო გარემოს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას და კარიერულ ზრდას;
** გამოცდილი პროფესიონალების გუნდში მუშაობას;
** კორპორაციულ ღონისძიებებსა და გუნდურ აქტივობებს;
** კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობებს;
** ტრენინგებს და პროფესიულ განვითარებას;
** თანამედროვე CRM და სამუშაო ინსტრუმენტებს.

თუ მზად ხართ, გახდეთ ამბიციური და მზარდი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი
CV/რეზიუმე ელფოსტაზე: vacancy@homer.ge. ელფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ: "გაყიდვების მენეჯერი".

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით.

"Homer"-ი გისურვებთ წარმატებებს და მოუთმენლად გელით ჩვენ გუნდში!

შპს ჰოუმერ გრუპის (ს/ნ: 402323115; იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, მოედანი ივ. ჯავახიშვილი, N1) მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები; ასევე აცხადებთ თანხმობას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, კომპანიამ თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების მიზნით. დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, შპს ჰოუმერ გრუპი შესაბამის ვადებში სრულად გაანადგურებს თქვენს რეზიუმეს და კომპანიაში არსებულ თქვენს პერსონალურ მონაცემებს.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - გაყიდვების მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...