მარკეტინგული პროექტების კოორდინატორი

კომპანია: Peugeot Georgia

გამოქვეყნების თარიღი: Jul 14

დასრულების ვადა: Aug 14

ადგილმდებარეობა: თბილისი

"პეჟო საქართველო" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგული პროექტების კოორდინატორის პოზიციაზე.

"პეჟო საქართველო" — ფრანგული საავტომობილო ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში.

PEUGEOT წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საავტომობილო ჯგუფის, Stellantis-ის, შემადგენელ ბრენდს.

შემოგვიერთდით PEUGEOT Georgia-ს გუნდში და გახდით ჩვენი წარმატების ისტორიის ნაწილი.

სამუშაო გრაფიკი: სრული. ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00;
ადგილმდებარეობა: "პეჟო საქართველო", აღმაშენებლის ხეივანი #100, თბილისი.

პოზიციის მიზანი და სამუშაო მოვალეობები:

** ბრენდის მარკეტინგული სტრატეგიის და საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა კომპანიის მენეჯმენტთან ერთად;
** ციფრული პლატფორმების მართვა (Facebook, Instagram, Youtube, Linkedin, TikTok, Google Ads): სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა, გაშვება და ოპტიმიზაცია;
• სოციალური მედიიდან მიღებული ლიდების ანალიზი, პირველადი უკუკავშირის დამყარება და გადამისამართება პასუხისმგებელ პირებთან;
** საავტომობილო სფეროში არსებული ტრენდების გაცნობა, ვიზუალური რეფერენსების ძიება და ყოველდღიურ საქმიანობაში ინტეგრირება;
** მედია პარტნიორებთან და ინფლუენსერებთან თანამშრომლობა დაგეგმილი მარკეტინგული პროექტების ფარგლებში;
** ციფრული არხებისთვის კონტენტის შექმნა;
** ფოტო-ვიდეო გადაღებების დაგეგმვა და ვიზუალური მასალების მუდმივი განახლება როგორც ციფრული პლატფორმებისთვის, ასევე ფიზიკური გარე სარეკლამო არხებისთვის;
** ბრენდის ოფიციალურ ვებ გვერდზე მოდელების შესახებ ინფორმაციის და ფოტო-ვიდეო მასალების განახლება;
** ბრენდირებული პროდუქციის დამზადების პროცესის მართვა და სერვისის მომწოდებელ კომპანიებთან თანამშრომლობა;
** მარკეტინგული კამპანიების შედეგების ანგარიშგება მენეჯმენტთან და მონაცემებზე დაფუძნებით სამომავლო გეგმების შემუშავება.

საჭირო უნარები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მარკეტინგული და საავტომობილო სფეროს მიმართ ინტერესი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობისა და სხვადასხვა დეპარტამენტთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი;
** მარკეტინგის სფეროში მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** ციფრული მარკეტინგის არხების მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
** Meta Ads Manager-ის და Google Ads-ის გამოყენების გამოცდილება;
** სოციალური მედიის ანალიტიკის და კამპანიების შედეგების შეფასების უნარი;
** კონტენტის დაგეგმვის და შექმნის გამოცდილება სხვადასხვა ციფრული პლატფორმისთვის;
** სავალდებულოა ინგლისური ენის ცოდნა; რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV ელფოსტაზე: career@peugeot-georgia.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - მარკეტინგული პროექტების კოორდინატორი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...