ოფისის მენეჯერი

კომპანია: ბანა

გამოქვეყნების თარიღი: Jul 14

დასრულების ვადა: Aug 14

ადგილმდებარეობა: თბილისი

კომპანია "ბანა" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია "ბანა" არის სტომატოლოგიური მასალებისა და აღჭურვილობის წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც წლების გამოცდილებასა და მაღალ პროფესიონალიზმს აერთიანებს. ჩვენი პარტნიორები არიან პრემიუმ ბრენდები, როგორებიცაა Straumann, Hu-Friedy, Neodent და Geistlich, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, დავაკმაყოფილოთ სტომატოლოგების და კლინიკების ყველა საჭიროება.
თუ ხართ ორგანიზებული, პასუხისმგებლიანი და გსურთ პროფესიულ გარემოში მუშაობა, შემოუერთდით ჩვენს გუნდს.

ხელფასი: 1700-დან 2000 ლარამდე ზრდის პერსპექტივით

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაცია და ადმინისტრაციული პროცესების მართვა;
** შემოსული შეკვეთების დროული დამუშავება, ორგანიზება და დილივერისთვის გადაცემა;
** კომპანიის პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა და მომხმარებლებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** სასაწყობე ნაშთების კონტროლი და კომპანიის საჭიროებების შესაბამისად შეკვეთების მომზადება;
** რეპორტების მომზადება და მონაცემების ანალიზი;
** დოკუმენტაციის წარმოება, დამუშავება და არქივირება;
** შესაბამის პროგრამებში ინფორმაციის დროული და ზუსტი ასახვა;
** სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება ხელმძღვანელობის მითითების შესაბამისად.
** დებიტორული დავალიანების კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** FINA-ს პროგრამაში მუშაობის გამოცდილება;
** Microsoft Excel-ის სამუშაო დონეზე ცოდნა;
** რეპორტინგის მომზადების გამოცდილება;
** საოფისე დოკუმენტაციის მართვის გამოცდილება;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
** ინგლისური ენის ცოდნა

პიროვნული უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: ltdbanageorgia@gmail.com. სათაურის ველში მიუთითეთ: "ოფისის მენეჯერი".

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - ოფისის მენეჯერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...