გაყიდვების გუნდის მართეველი მენეჯერი
კომპანია "ბანა" არის სტომატოლოგიური მასალებისა და აღჭურვილობის წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც წლების გამოცდილებასა და მაღალ პროფესიონალიზმს აერთიანებს. ჩვენი პარტნიორები არიან პრემიუმ ბრენდები, როგორებიცაა Straumann, Hu-Friedy, Neodent და Geistlich, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, დავაკმაყოფილოთ სტომატოლოგების და კლინიკების ყველა საჭიროება.
"ბანა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების გუნდის მართეველი მენეჯერის თანამდებობაზე.
სამუშაო აღწერილობა:
** გრძელვადიანიგა ყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა მასშტაბით;
** დაქვემდებარებული გუნდის ეფექტური მართვა, მათი საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი;
** გაყიდვების დეპარტამენტის ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობა და შესრულების მონიტორინგი;
** ყოველთვიური გეგმების გადანაწილება, შესრულების უზრუნველყოფა და შესაბამისი ანალიზის წარმოება;
** დებიტორული დავალიანებების მართვა და რისკების კონტროლი;
** სარეალიზაციო ქსელის გაფართოების შესაძლებლობების იდენტიფიცირება, რეკომენდაციების მომზადება და განხორციელების კონტროლი;
** სავაჭრო პარტნიორებთან, წარმომადგენლებთან მუდმივი კომუნიკაცია, ოპერატიული საკითხების მართვა და მოლაპარაკებების წარმოება;
** რეგულარული რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა, სხვა შემთხვევაში კანდიდატი არ განიხილება;
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვებში და მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;
** გაყიდვების პროცესების, სავაჭრო პარტნიორების მუშაობისა და ძირითადი KPI-ების საფუძვლიანი ცოდნა;
** MS Office პროგრამების გამართული და სამუშაო დონეზე ფლობა;
** მართვის მოწმობა - B კატეგორია (აუცილებელია);
** საკუთარი ავტომობილი;
უნარ-ჩვევები:
** ანალიტიკური და სტრატეგიული აზროვნების უნარი;
** მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება;
** კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარები;
** გუნდის მართვის, მოტივაციისა და განვითარების უნარი;
** პრობლემების სწრაფად გადაწყვეტის უნარი და დეტალებზე ორიენტირებული;
ხელფასი: 2800-დან 3500-მდე. + ბონუსი% რეალიზაციიდან
კომპანია ასევე დააფინანსებს ავტომობილის
ცვეთის და საწვავის ხარჯს - 150 ლარი
გამოაგზავნეთ CV მითითებულ ელფოსტაზე: ltdbanageorgia@gmail.com
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს