სამუშაოთა მწარმოებელი

კომპანია: ბლექ სი გრუპი

გამოქვეყნების თარიღი: Jul 14

დასრულების ვადა: Aug 14

ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაოთა მწარმოებელი (საგზაო/ინფრასტრუქტურული მიმართულებით)

მდებარეობა: თბილისი
სფერო: ინფრასტრუქტურული პროექტები
სამუშაო განაკვეთი: სრული

კომპანიის შესახებ:

ჩვენი კომპანია, როგორც გენერალური კონტრაქტორი, ასრულებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს. 2005 წლიდან დღემდე კომპანიას წარმატებით შესრულებული აქვს მრავალი ფართომასშტაბიანი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი, როგორც საქართველოში, ისე სხვა ქვეყნებში.

კომპანიის ბიზნესმიმართულებებში შედის: გზებისა და ხიდების, აეროდრომების, ენერგოობიექტების, საზღვაო ობიექტების, სამთო საბაგიროებისა და შერეული ინფრასტრუქტურის მშენებლობა.

კომპანიას ესაჭიროება მშენებლობის განყოფილებაში სამუშაოთა მწარმოებელი, რომელიც უზრუნველყოფს სამშენებლო ობიექტზე საგზაო, საექსკავაციო, მიწისა და რკინა-ბეტონის სამუშაოების ტექნოლოგიურად სწორ, ეფექტურ მართვასა და საინჟინრო კონტროლს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სამშენებლო ობიექტზე საგზაო და ინფრასტრუქტურული სამუშაოების უშუალო მართვა, კოორდინაცია და ზედამხედველობა;
** მიწის სამუშაოების, გრუნტის დამუშავებისა და საექსკავაციო პროცესების ტექნოლოგიურად სწორად წარმართვა;
** რკინა-ბეტონის კონსტრუქციების, ყალიბებისა და არმირების სამუშაოების წარმოება და ხარისხის მკაცრი კონტროლი (ხელოვნური ნაგებობები, საყრდენი კედლები, სანიაღვრე სისტემები);
** სამშენებლო მოედანზე მძიმე ტექნიკისა და მუშახელის (ბრიგადების) ეფექტური გადანაწილება, მუშაობის მონიტორინგი და რესურსების ოპტიმიზაცია;
** სამუშაოების შესრულება დადგენილი გრაფიკის, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციისა და საინჟინრო ნახაზების ზუსტი დაცვით;
** ობიექტზე შრომის უსაფრთხოების ნორმებისა და ხარისხის სტანდარტების უზრუნველყოფა და კონტროლი.

განათლება და კვალიფიკაცია:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება: ინჟინრის კვალიფიკაცია (სამოქალაქო ან საგზაო მშენებლობის მიმართულებით) ან შესაბამისი მიმართულებით სიღრმისეული ცოდნა/განათლება;
** საგზაო ან მძიმე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამუშაოთა მწარმოებლის (პრარაბის)/საგზაო მშენებლის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 10-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება;
** საინჟინრო და ტექნიკური ნახაზების კითხვისა და პრაქტიკაში გადმოტანის უნარი;
** მიწის, საექსკავაციო და რკინა-ბეტონის სამუშაოების ტექნოლოგიური პროცესების, სტანდარტებისა და მასალების სპეციფიკაციის სრულყოფილი ცოდნა.

ენები:

** ქართული ენა - თავისუფლად;
** ინგლისური ენა - უპირატესობა იქნება.

პირადი უნარები:

** დეტალებისადმი მაღალი ყურადღება და საქმისადმი პროფესიული მიდგომა;
** გუნდის ეფექტურად მართვის, კრიზისულ სიტუაციებთან გამკლავებისა და გადაწყვეტილების ოპერატიულად მიღების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

რას გთავაზობთ:

** საშუალებას, იმუშაოთ მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე;
** ახალი ბიზნესმიმართულების განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტუნარიან ხელფასს კვალიფიკაციისა და გამოცდილების მიხედვით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@bsg.com.ge.

სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "სამუშაოთა მწარმოებელი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - სამუშაოთა მწარმოებელი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...