უმცროსი ინჟინერი

კომპანია: ბაუსერვისი

გამოქვეყნების თარიღი: Jun 14

დასრულების ვადა: Jul 14

ადგილმდებარეობა: თბილისი

შპს "ბაუსერვისი" სამშენებლო სფეროში აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ინჟინრის პოზიციაზე.

კომპანიის საქმიანობის სფერო: სამშენებლო ობიექტებზე ჰიდროიზოლაციისა და თბოიზოლაციის სამუშაოების შესრულება.

ადგილმდებარეობა: თბილისი, ა. ბელიაშვილის №142
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი პარასკევი 09:00-17:00 ; შაბათი 09:00:15:00
ანაზღაურება: ფიქსირებული (განიხილება ინდივიდუალურად)+ბონუსი

ძირითადი ფუნქციები:

** პროექტ მენეჯერის მხარდაჭერა მიმდინარე პროექტების მართვის პროცესში;
** ტექნიკური მენეჯერის დახმარება ყოველდღიური სამუშაოების ორგანიზებასა და კოორდინაციაში;
** სამშენებლო ნახაზების შესწავლა და დამუშავება;
** ობიექტებზე აზომვითი სამუშაოების შესრულებაში მონაწილეობა;
** ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება და განახლება;
** ობიექტებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავება და ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია სამშენებლო, საინჟინრო ან მონათესავე მიმართულებით განათლება;
** აუცილებელია AutoCAD-ისა და MS Office-ის ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობისა და სწრაფად სწავლის უნარი.

პიროვნული მახასიათებლები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** ანალიტიკური და ორგანიზებული მუშაობის უნარი.

ჩვენთან გელოდებათ:

** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებში ჩართულობა;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - HR@bauservice.ge და "Subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება"უმცროსი ინჟინერი".

დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს

CV გაგზავნა - უმცროსი ინჟინერი

×
📄
აირჩიეთ CV ფაილი
ან ჩაიტანეთ აქ (PDF, DOC, DOCX)
გაგზავნა...