ხარისხის კონტროლის სპეციალისტი
შპს "ბაუსერვისი" სამშენებლო სფეროში აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე.
კომპანიის საქმიანობის სფერო: სამშენებლო ობიექტებზე ჰიდროიზოლაციისა და თბოიზოლაციის სამუშაოების შესრულება.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ა. ბელიაშვილის №142
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი პარასკევი 09:00-17:00 ; შაბათი 09:00:15:00
ანაზღაურება: ფიქსირებული (განიხილება ინდივიდუალურად)+ბონუსი
ძირითადი ფუნქციები:
** შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი და მონიტორინგი;
** ობიექტებზე რეგულარული ვიზიტების განხორციელება;
** სამუშაოების შესაბამისობის შემოწმება პროექტთან, ტექნიკურ დავალებასთან და კომპანიის სტანდარტებთან;
** გამოვლენილი ხარვეზების იდენტიფიცირება და მათი აღმოფხვრის პროცესის კონტროლი;
** ხარისხთან დაკავშირებული ანგარიშების მომზადება;
** პროექტის გუნდთან და ტექნიკურ პერსონალთან კოორდინაცია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება სამშენებლო ან საინჟინრო მიმართულებით;
** სამშენებლო ობიექტებზე მუშაობის გამოცდილება;
** სამშენებლო ნახაზების წაკითხვის უნარი;
** MS Office-ის ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა.
პიროვნული მახასიათებლები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** სწრაფი ადაპტაციის უნარი;
** ანალიტიკური და ორგანიზებული მუშაობის უნარი.
ჩვენთან გელოდებათ:
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებში ჩართულობა;
** კონკურენტულ ანაზღაურება;
** მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო გარემო;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე - HR@bauservice.ge და "Subject"-ში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ხარისხის კონტროლი".
დაინტერესდით? გაუგზავნეთ CV დამსაქმებელს